პაულო კოელიო
პაულო კოელიო | |
---|---|
პორტ. Paulo Coelho | |
დაბადების თარიღი | 24 აგვისტო, 1947[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (77 წლის) |
დაბადების ადგილი | რიო-დე-ჟანეირო, რიო-დე-ჟანეიროს შტატი, ბრაზილია[1] [7] |
საქმიანობა | მწერალი, რომანისტი, ბლოგერი, მსახიობი, კომპოზიტორი, პოეტი ადვოკატი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, ლირიკოსი, სიმღერების ავტორი და მკვლევარი |
ენა | პორტუგალიური ენა |
მოქალაქეობა | ბრაზილია |
ალმა-მატერი | St. Ignatius College |
ჟანრი | music of Brazil[12] |
Magnum opus | ალქიმიკოსი, მეხუთე მთა, ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა, თერთმეტი წუთი, ბრიდა, რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი, ეშმაკი და ქალბატონი პრიმი, ზაჰირი, პორტობელოელი ჯადოქარი და The Spy |
ჯილდოები | ოქროს ბუმბული, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, ხელოვნებისა და ლიტერატურის ოფიცრის ორდენი, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი, ჰანს კრისტიან ანდერსენის ლიტერატურული პრემია და Gold medal of Galicia |
მეუღლე | კრისტინა ოიტისიკა |
პარტნიორ(ებ)ი | კრისტინა ოიტისიკა |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | paulocoelhoblog.com[13] |
პაულო კოელიო (Paulo Coelho; დ. 24 აგვისტო, 1947) — ბრაზილიელი მწერალი, ლირიკოსი.
დაიბადა რიო-დე-ჟანეიროში. სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა 1970 წელს სწავლა მიატოვა და სამოგზაუროდ გაემართა ცენტრალურ ამერიკაში, შემდგომში კი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ორი წლის შემდეგ ბრაზილიაში ბრუნდება და პოპულარული მუსიკისთვის ლექსების წერას იწყებს მუსიკოს რაულ სეიხასთან ერთად.
მოგვიანებით ჰოლანდიაში ხვდება ადამიანს, რომელსაც მოიხსენიებს „ჟ“-თი, და რომელმაც, როგორც თავად ამტკიცებს, მისი ცხოვრება პოლარულად შეცვალა და ქრისტიანობის თავდადებული მიმდევარი გახდა. ამ დროიდან ის კათოლიკური ჯგუფის „რამ“-ის (Regnus Agnus Mundi) წევრი ხდება, სადაც „ჟ“ მისი მასწავლებელია.
ამჟამად მეუღლე ქრისტინასთან ერთად ცხოვრობს რიო-დე-ჟანეიროსა და ტარბში (საფრანგეთი).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა რიო-დე-ჟანეიროში ინჟინერ პედროსა და ლიჟია კოელიოების შეძლებულ ოჯახში. შვიდი წლისა წმინდა ეგნატე ლოიოლას იეზუიტთა სკოლაში გაგზავნეს, სადაც წიგნების წერის სიყვარული პირველად გამოავლინა. მწერლად გახდომის სურვილს ოჯახმა მხარი არ აუბა და ახალგაზრდა პაულოს იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარებინა რიო-დე-ჟანიეროს უნივერსიტეტში, თუმცაღა, პაოლომ სწავლა მალევე მიატოვა და ჟურნალისტიკას მიჰყო ხელი. საბოლოო ჯამში 17 წლის პაოლოს ოჯახთან ურთიერთობა იმდენად დაეძაბა, რომ ის კერძო ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს სამკურნალო კურსის გასავლელად. ვერც ელექტროშოკით მკურნალობამ, ვერც განმეორებითმა კურსმა პაოლოს საკუთარი თავისადმი რწმენა ვერ შეურყია - ამიტომაც, კლინიკადან გაიქცა, ცოტა ხანს იხეტიალა და შინ დაბრუნდა. ერთ წელიწადში სამოყვარულო თეატრალურ მოძრაობაში ჩაება, 60-იან წლებში აგრე რიგად პოპულარული იყო ბრაზილიაში არა მხოლოდ ხელოვნების თვალსაზრისით, არამედ პროტესტის გამოხატვის კუთხითაც. თეატრალურ-საპროტესტო აქტივობა კოელიოს კვლავ ფსიქიატრიული კლინიკით დაუგვირგვინდა, საიდანაც ისევ გაიქცა, მაგრამ უფულობამ მაინც შინ დააბრუნა. საბოლოოდ, მესამე ფსიქიატრიული მკურნალობის შემდეგ მისი ოჯახი შეეგუა, რომ პაოლო „ნორმალურ“ სამუშაოს არასოდეს მოჰკიდებდა ხელს. პაოლო კოელიო ისევ და ისევ თეატრალურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას განაგრძობდა.
1970 წელს მომავალმა მწერალმა მექსიკაში, პერუში, ბოლივიაში, ჩილეში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპაში დაიწყო მოგზაურობა. ორიოდე წლის თავზე პაოლო სამშობლოში დაბრუნდა და სიმღერებისთვის ლექსების წერას შეუდგა იმხანად უკვე პოპულარული ბრაზილიელი მომღერლების კონცერტებისთვის; მან არაერთი სასიმღერო ტექსტი დაუწერა მომღერალ რაულ სეიშასს.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პაულო კოელიოს ეკუთვნის ისეთი ცნობილი რომანები, როგორებიცაა:
- პილიგრიმობა ანუ მოგვის დღიური 1987. (თარგმნილი ქართულ ენაზე)
- ალქიმიკოსი 1988. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
- ბრიდა 1990.
- ვალკირები 1992.
- მაქთუბი 1994. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
- რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი 1994. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
- მეხუთე მთა 1996. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
- სინათლის მეომრის სახელმძღვანელო 1997.
- წინასწარმეტყველის სასიყვარულო წერილები 1997.
- ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა 1998. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
- ეშმაკი და ქალბატონი პრიმი 2000. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
- მამები, ვაჟები და შვილიშვილები 2001.
- თერთმეტი წუთი 2003. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
- ზაჰირი 2005. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
- როგორც ნარნარი მდინარე 2006.
- პორტობელოელი ჯადოქარი 2006. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
- გამარჯვებული მარტოა 2008. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
- ალეფი 2011.
- აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი 2012. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
- ადიულტერი 2014. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
- ჯაშუში 2016. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
- ჰიპი (2018).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კოელიოს ნაწარმოებები დაარქივებული 2012-05-09 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #115703101 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ NooSFere — 1999.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 Czech National Authority Database
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Montreux Jazz Festival Database
- ↑ Google Knowledge Graph — 2012.
|
- დაბადებული 24 აგვისტო
- დაბადებული 1947
- საპატიო ლეგიონის ორდენის კავალრები
- ბრაზილიელი მწერლები
- პაულო კოელიო
- ბრაზილიელი ბლოგერები
- ბრაზილიელი მამაკაცი რომანისტები
- პორტუგალიურენოვანი მწერლები
- რომის კათოლიკური ეკლესიის მწერლები
- XX საუკუნის ბრაზილიელი მამაკაცი მწერლები
- XXI საუკუნის ბრაზილიელი მამაკაცი მწერლები
- XX საუკუნის ბრაზილიელი რომანისტები
- XXI საუკუნის ბრაზილიელი რომანისტები
- მამაკაცი ბლოგერები
- ბრაზილიელი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლები