ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა (პორტ. Veronika decide morrer) — მწერალ პაულო კოელიოს რომანი.

ნაწარმოები 24 წლის ვერონიკას ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე აქცენტირდება, როდესაც ის ამ ცხოვრების ამაოებით დაღლილი სიკვდილს გადაწყვეტს. რომანი დაფუძნებულია კოელიოს ბევრ ცხოვრებისეულ ფაქტზე (იხ. ბიოგრაფია); რომანში ნათლადაა ნაჩვენები თუ რამდენი ნორმალური ადამიანი შეიძლება იმყოფებოდეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატებში და ვერც წამოსვლას ახერხებდეს და ვეღარც დარჩენას.

წიგნი ამა თუ იმ პიროვნების სულიერ სამყაროს გვაცნობს და ცხოვრებისეულ სიძლიერეებს მკაფიოდ გვიშიფრავს. ვერონიკა, რომელიც საბედისწეროდ გადაურჩება სიკვდილს, შეიცნობს ნამდვილ სიგიჟეს და შეიყვარებს შეურაცხადს, რის შემდეგაც მისთვის ყველაფერი ამქვეყნიური ძვირფასი გახდება. პაულო კოელიო რომანში მოცემული იგავით მთავარ სათქმელ გადმოგვცემს: თუ გინდა სრულყოფილ ადამიანად აღგიქვან, შენც ისეთივე გიჟი უნდა იყო, როგორებიც სხვები არიან. აქ სიგიჟე წესიერებასთანაა გაიგივებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]