ოქტომბერი 2008

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
<< ოქტომბერი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
2008

ოქტომბერი 2008 ნაკიანი წლის მეათე თვეა. დაიწყო ოთხშაბათს და დამთავრდა 31 დღის შემდეგ პარასკევს.

პორტალი:ახალი ამბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდინარე მოვლენები 5 ოქტომბერი, 2008 (2008-10-05) (კვირა)
  • კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაურმა კიმ ჩენ ირმა 4 ოქტომბერს საფეხბურთო მატჩზე დასწრება გადაწყვიტა-იტყობინება [Reuter] ჩრდილოკორეულ მედიაზე დაყრდნობით. კომუნისტური სახელმწიფოს ლიდერი საზოგადოების წინაშე 50 დღეა არ გამოჩენილა, რამაც მისი ავადმყოფობისა და გარდაცვალების შესახებ დაარხია ხმები. სამხრეთკორეული მედიის ამასწინანდელი ონფორმაციით, კიმ ჩენ ირმა აგვისტოში ინსულტი გაგაიტანა, ამიტომაც, ერიდებოდა საზოგადოებაში გამოჩენას. სწორედ ამის გამო ვერ დაესწრო ის 9 სექტემბერს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს. თავის მხრივ, კსდრ-ის მედია პრეზიდენტის ჯამნრთელობას ეჭვქვეშ არ აყენებდა და იუწყებოდა, რომ სახელმწიფოს მეთაური თავს კარგად გრძნობს. იაპონური მედიის ცნობით კი, 66 წლის კიმ ჩენ ირმა ცნობიერების უცაბედი დაკარგვა მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო, რასაც ჩინური მედია საშუალებებიც არაერთხელ გადასცემდნენ.
  • პოლონეთმა ერაყში თავისი სამხედრო მისია დაასრულა-გადმოსცემს ფრანს პრესი. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბოგდან კლიხმა შიიტურ პროვინცია დივანიაში, ბაზა „ექო“-ზე მიმდინარე ოფიციალურ კონფერენციაზე განაცხადა, რომ 900 პოლონელი სამხედრო მოსამსახურე ერაყს წლევანდელი წლის დამლევს დატოვებს. 2003 წლიდან ერაყში 21 პოლონელი ჯარისკაცი დაიღუპა. სულ სამხედრო სამსახური ერაყში 10 ათასმა პოლონელმა წვეულმა გაიარა. შეგახსენებთ, რომ 2007 წლის დამლევს ხელისუფლებაში მოსულმა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პირობა დადო, რომ ჯარებს უახლოეს ხანებში გამოიყვანდა.
  • მონღოლი მწყემსი ბაო სიშუნი, რომელიც 2006 წელს მსოფლიოში ყველაზე მაღალ ადამიანად აღიარეს, 57 წლის ასაკში მამა გახდა-იტყობინება ჩინური მედია-სააგენტო ქსინჰუა. სია შუძიუანმა, რომელიც ბაოსთან ერთად ცხოვრობს, 4,2 კილოგრამიანი ბიჭუნა გააჩინა. ბაო სიშუანი, რომლის სიმაღლე ორი მეტრი და 36 სმ-ია, 2006 წლის გინესის რეკორდსმენია. სწორედ იმდროს დაიწყო გოლიათისთვის საცოლის ძიებაც. ბაო სიშუანი ჩრდილოეთ ჩინეთში, შიდა მონღოლეთის პროვინციაში ცხოვრობს, საცოლეც ახლო-მახლო ტერიტორიიდან ამოირჩია და შარშან დაქორწინდა. გოლიათის მეუღლე მასზე 68 სმ-ით დაბალი და ორჯერ ახალგაზრდაა. უნდა აღნიშნოს, რომ შარშან, ოქტომბერში ახალი რეკორდსმენი გამოჩნდა, უკრაინელი გოლიათი ლეონიდ სტადნიკი, რომლის სიმაღლე 2 მეტრი და 54 სმ-ია.
  • ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ერაყის საზღვართან თურქული არმიის ბლოკ-პოსტს შეუტიეს-იტყობინება აპ. დაცხრილვას 15 თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის განცხადებით, თურქმა ჯარისკაცებმა მებრძოლებს ცეცხლითვე უპასუხეს და 23 სამი მათგანი გაანადგურეს. კონტრშეტევის ფაქტს ხელისუფლებაც ადასტურებს, თუმცა, განადგურებულ მებრძოლთა დაზუსტებულ რაოდენობას ვერ ასახელებს. საინფორმაციო სააგენტოს აღნიშვნით, ქურთისტანის მუშათა პარტიის ეს ყველაზე მასშტაბური შეტევაა თურქულ არმიაზე.
  • შაბთს ღამით, ესპანეთის ჩრდილოეთში, ბასკების ქვეყანაში აფეთქება მოხდა-გადმოსცემს ევროპა პრესი. ქალაქ ტოლოსაში, სასამართლოს შენობასთან ადგილობრივი დროით 1:15 მოქმედებაში მოვიდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. წინასწარი მონაცემებით, არავინ არც დაღუპულა და არც დაშავებულა. აფეთქებამდე ნახევარი საათით ადრე საგზაო დახმარების სამსახურში ანონიმური ზარი გაისმა და ტერაქტის შესახებ იქნა შეტყობინება დატოვებული. დამრეკმა განაცხადა, რომ სეპარატისტული დაჯგუფება ეტას წევრია და აფეთქების ადგილი და დროც ახსენა. პოლიციამ შემთხვევის ადგილის ალყაში მოქცევა მოასწრო. საგზაო სამსახურის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ დამრეკს ახალგაზრდა მამაკაცის ხმა ჰქონდა, ზარის ჩაწერა კი ვერ მოასწრეს.
მიმდინარე მოვლენები 6 ოქტომბერი, 2008 (2008-10-06) (ორშაბათი)
  • ეგვიპტის ხელისუფლება უახლოეს მომავალში ბაღდადში საელჩოს გახსნის. ამის შესახებ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ აბულ გეითმა განაცხადა. გეითის კვირის ვიზიტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველია, როდესაც ერაყში ეგვიპტის მაღალჩინოსამი პირი ჩადის. უკანასკნელად ეგვიპტემ ერაყში თავისი წარმომადგენელი 2005 წელს გაგზავნა, რომელიც გაიტაცეს და მოკლეს. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ კაიროში მიიღეს გადაწყვეტილება ყველა დიპლომატი გამოეწვიათ ერაყიდან. ეგვიპტელი კოლეგის ვიზიტს ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიაირ ზაბარიმ ისტორიული უწოდა აღნიშნა, რომ ქვეყნა საგრძნობლად დაწყნარდა_იუწყება დპა
  • 11 ადამიანი დაიღუპა გუშინ ერაყში, მოსულში მომხდარი აფეთქების შედეგად. ტერაქტი ამერიკელი სამხედროების ქალაქში მიმდინარე რეიდისას გახორციელდა. ეჭვმიტანილის ძებნაში ამერიკელი ჯარისკაცები ერთ-ერთ სახლში შეიჭრნენ, სადაც საპასუხო ცეცხლი გაიხსნა. ამის შემდეგ ეჭვმიტანილმა შაჰიდის ქამარი შეიხსნა და თავი აიფეთქა. ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის, სამი ქალი და სამი ბავშვია. ამერიკელთა მხრიდან დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება-იუწყება [1]აფპ.
  • თურქეთის დასავლეთით, პროვინცია თექირდაღში ტურისტებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა. უფრო სარწმუნო ინფორმაციით, კი ავარია არალეგალებით დატვირთულ სატვირთო მანქანას მოუვიდა. საგზაო შემთხვევას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 23 დამტვრეულია. ავიაკატასტროფის მიზეზი, არსებული მონაცემებით, სატვირთოს მძღოლის დაუდევრობაა, რომელმაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ავტომობილი ამობრუნდა. დაღუპულთა უმეტესობა მიანმელი მიგრანტები არიან. იუწყება რია-ნოვოსტი თურქულ ტელეარხ ნტვ-ზე დაყრდნობით.
  • ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ყაიდას ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ადამ გადანმა, მეტსახელად აზზამ ამერიკელმა, პაკისტანის მოსახლეობას ქვეყნის ახალი ხელისუფლებისა და ამერიკის ჯარების წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანებისკენ მოუწოდა. ტერორისტის ინგლისურ ენაზე გაკეთებული 32-წუთიანი ვიდეომიმართვა ინტერნეტში შაბათს გაჩნდა. გადანის თქმით, პაკისტანის ახალი პრეზიდენტი ასიდ ალ ზარდარი აშშ-ის ინტერესების გამტარებელია, რიც გამოც ქვეყნის მოსახლეობამ მას ხელისუფლება უნდა ჩამოართვას და დამოუკიდებელი ისლამური სახელმწიფო შექმნას. გარდა ამისა, გადანი თავის მიმართვაში მსოფლიო საფინანსო კრიზისსაც ეხება და დასძენს, რომ ეს მოვლება კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის კრახს. გადმოსცემს ტელეაარხი [2]სი-ენ-ენი.