პორტალი:ახალი ამბები/2008 ოქტომბერი 6

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიმდინარე მოვლენები 6 ოქტომბერი, 2008 (2008-10-06) (ორშაბათი)
  • ეგვიპტის ხელისუფლება უახლოეს მომავალში ბაღდადში საელჩოს გახსნის. ამის შესახებ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ აბულ გეითმა განაცხადა. გეითის კვირის ვიზიტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველია, როდესაც ერაყში ეგვიპტის მაღალჩინოსამი პირი ჩადის. უკანასკნელად ეგვიპტემ ერაყში თავისი წარმომადგენელი 2005 წელს გაგზავნა, რომელიც გაიტაცეს და მოკლეს. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ ქაიროში მიიღეს გადაწყვეტილება ყველა დიპლომატი გამოეწვიათ ერაყიდან. ეგვიპტელი კოლეგის ვიზიტს ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიაირ ზაბარიმ ისტორიული უწოდა აღნიშნა, რომ ქვეყნა საგრძნობლად დაწყნარდა_იუწყება დპა
  • 11 ადამიანი დაიღუპა გუშინ ერაყში, მოსულში მომხდარი აფეთქების შედეგად. ტერაქტი ამერიკელი სამხედროების ქალაქში მიმდინარე რეიდისას გახორციელდა. ეჭვმიტანილის ძებნაში ამერიკელი ჯარისკაცები ერთ-ერთ სახლში შეიჭრნენ, სადაც საპასუხო ცეცხლი გაიხსნა. ამის შემდეგ ეჭვმიტანილმა შაჰიდის ქამარი შეიხსნა და თავი აიფეთქა. ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის, სამი ქალი და სამი ბავშვია. ამერიკელთა მხრიდან დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება-იუწყება [1]აფპ.
  • თურქეთის დასავლეთით, პროვინცია თექირდაღში ტურისტებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა. უფრო სარწმუნო ინფორმაციით, კი ავარია არალეგალებით დატვირთულ სატვირთო მანქანას მოუვიდა. საგზაო შემთხვევას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 23 დამტვრეულია. ავიაკატასტროფის მიზეზი, არსებული მონაცემებით, სატვირთოს მძღოლის დაუდევრობაა, რომელმაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ავტომობილი ამობრუნდა. დაღუპულთა უმეტესობა მიანმელი მიგრანტები არიან. იუწყება რია-ნოვოსტი თურქულ ტელეარხ ნტვ-ზე დაყრდნობით.
  • ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ყაიდას ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ადამ გადანმა, მეტსახელად აზზამ ამერიკელმა, პაკისტანის მოსახლეობას ქვეყნის ახალი ხელისუფლებისა და ამერიკის ჯარების წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანებისკენ მოუწოდა. ტერორისტის ინგლისურ ენაზე გაკეთებული 32-წუთიანი ვიდეომიმართვა ინტერნეტში შაბათს გაჩნდა. გადანის თქმით, პაკისტანის ახალი პრეზიდენტი ასიდ ალ ზარდარი აშშ-ის ინტერესების გამტარებელია, რიც გამოც ქვეყნის მოსახლეობამ მას ხელისუფლება უნდა ჩამოართვას და დამოუკიდებელი ისლამური სახელმწიფო შექმნას. გარდა ამისა, გადანი თავის მიმართვაში მსოფლიო საფინანსო კრიზისსაც ეხება და დასძენს, რომ ეს მოვლება კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის კრახს. გადმოსცემს ტელეაარხი [2]სი-ენ-ენი.