პორტალი:ახალი ამბები/2008 ოქტომბერი 5

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიმდინარე მოვლენები 5 ოქტომბერი, 2008 (2008-10-05) (კვირა)
  • კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაურმა კიმ ჩენ ირმა 4 ოქტომბერს საფეხბურთო მატჩზე დასწრება გადაწყვიტა-იტყობინება [Reuter] ჩრდილოკორეულ მედიაზე დაყრდნობით. კომუნისტური სახელმწიფოს ლიდერი საზოგადოების წინაშე 50 დღეა არ გამოჩენილა, რამაც მისი ავადმყოფობისა და გარდაცვალების შესახებ დაარხია ხმები. სამხრეთკორეული მედიის ამასწინანდელი ონფორმაციით, კიმ ჩენ ირმა აგვისტოში ინსულტი გაგაიტანა, ამიტომაც, ერიდებოდა საზოგადოებაში გამოჩენას. სწორედ ამის გამო ვერ დაესწრო ის 9 სექტემბერს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს. თავის მხრივ, კსდრ-ის მედია პრეზიდენტის ჯამნრთელობას ეჭვქვეშ არ აყენებდა და იუწყებოდა, რომ სახელმწიფოს მეთაური თავს კარგად გრძნობს. იაპონური მედიის ცნობით კი, 66 წლის კიმ ჩენ ირმა ცნობიერების უცაბედი დაკარგვა მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო, რასაც ჩინური მედია საშუალებებიც არაერთხელ გადასცემდნენ.
  • პოლონეთმა ერაყში თავისი სამხედრო მისია დაასრულა-გადმოსცემს ფრანს პრესი. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბოგდან კლიხმა შიიტურ პროვინცია დივანიაში, ბაზა „ექო“-ზე მიმდინარე ოფიციალურ კონფერენციაზე განაცხადა, რომ 900 პოლონელი სამხედრო მოსამსახურე ერაყს წლევანდელი წლის დამლევს დატოვებს. 2003 წლიდან ერაყში 21 პოლონელი ჯარისკაცი დაიღუპა. სულ სამხედრო სამსახური ერაყში 10 ათასმა პოლონელმა წვეულმა გაიარა. შეგახსენებთ, რომ 2007 წლის დამლევს ხელისუფლებაში მოსულმა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პირობა დადო, რომ ჯარებს უახლოეს ხანებში გამოიყვანდა.
  • მონღოლი მწყემსი ბაო სიშუნი, რომელიც 2006 წელს მსოფლიოში ყველაზე მაღალ ადამიანად აღიარეს, 57 წლის ასაკში მამა გახდა-იტყობინება ჩინური მედია-სააგენტო ქსინჰუა. სია შუძიუანმა, რომელიც ბაოსთან ერთად ცხოვრობს, 4,2 კილოგრამიანი ბიჭუნა გააჩინა. ბაო სიშუანი, რომლის სიმაღლე ორი მეტრი და 36 სმ-ია, 2006 წლის გინესის რეკორდსმენია. სწორედ იმდროს დაიწყო გოლიათისთვის საცოლის ძიებაც. ბაო სიშუანი ჩრდილოეთ ჩინეთში, შიდა მონღოლეთის პროვინციაში ცხოვრობს, საცოლეც ახლო-მახლო ტერიტორიიდან ამოირჩია და შარშან დაქორწინდა. გოლიათის მეუღლე მასზე 68 სმ-ით დაბალი და ორჯერ ახალგაზრდაა. უნდა აღნიშნოს, რომ შარშან, ოქტომბერში ახალი რეკორდსმენი გამოჩნდა, უკრაინელი გოლიათი ლეონიდ სტადნიკი, რომლის სიმაღლე 2 მეტრი და 54 სმ-ია.
  • ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ერაყის საზღვართან თურქული არმიის ბლოკ-პოსტს შეუტიეს-იტყობინება აპ. დაცხრილვას 15 თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის განცხადებით, თურქმა ჯარისკაცებმა მებრძოლებს ცეცხლითვე უპასუხეს და 23 სამი მათგანი გაანადგურეს. კონტრშეტევის ფაქტს ხელისუფლებაც ადასტურებს, თუმცა, განადგურებულ მებრძოლთა დაზუსტებულ რაოდენობას ვერ ასახელებს. საინფორმაციო სააგენტოს აღნიშვნით, ქურთისტანის მუშათა პარტიის ეს ყველაზე მასშტაბური შეტევაა თურქულ არმიაზე.
  • შაბთს ღამით, ესპანეთის ჩრდილოეთში, ბასკების ქვეყანაში აფეთქება მოხდა-გადმოსცემს ევროპა პრესი. ქალაქ ტოლოსაში, სასამართლოს შენობასთან ადგილობრივი დროით 1:15 მოქმედებაში მოვიდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. წინასწარი მონაცემებით, არავინ არც დაღუპულა და არც დაშავებულა. აფეთქებამდე ნახევარი საათით ადრე საგზაო დახმარების სამსახურში ანონიმური ზარი გაისმა და ტერაქტის შესახებ იქნა შეტყობინება დატოვებული. დამრეკმა განაცხადა, რომ სეპარატისტული დაჯგუფება ეტას წევრია და აფეთქების ადგილი და დროც ახსენა. პოლიციამ შემთხვევის ადგილის ალყაში მოქცევა მოასწრო. საგზაო სამსახურის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ დამრეკს ახალგაზრდა მამაკაცის ხმა ჰქონდა, ზარის ჩაწერა კი ვერ მოასწრეს.