შინაარსზე გადასვლა

ნორთლენდის რეგიონი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
ნორთლანდის რეგიონი
ინგლ. Northland Region
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
ადმ. ცენტრი უანგარეი
შიდა დაყოფა Far North District, Whangarei District და Kaipara District
კოორდინატები 35°34′48″ ს. გ. 173°58′12″ ა. გ. / 35.580000° ს. გ. 173.970000° ა. გ. / -35.580000; 173.970000
ფართობი 13 789 კმ²
მოსახლეობა 151 692 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+12:00]]
ოფიციალური საიტი fndc.govt.nz,
აგათისის ხე

ნორთლანდი (ინგლ. Northland Region; მაორ. Te Tai-tokerau) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი რეგიონი. როგორც სახელიდან ჩანს, იგი ქვეყნის ადმინისტრაციული რეგიონებიდან ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ფანგარეი.

იმის გამო, რომ ის ჩრდილოეთით მდებარეობს, კლიმატი რბილია. უჭირავს 285 კმ სიგრძის ოკლენდის ნახევარკუნძულის 80 %.[1] ფართობი 13 940 კმ²-ს შეადგენს, ქვეყნის დაახლოებით 5%-ს. დასავლეთით ესაზღვრება ტასმანის ზღვა, აღმოსავლეთით წყნარი ოკეანე. რელიეფი გორაკ-ბორცვიანია. მიწის დაახლოებით ნახევარი ტყეებსა და სასოფლო-სამეურნეო არეალებს უკავია.

მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნეში აგათისის ტყეები თითქმის განადგურდა, მცირე რაოდენობით იგი დღესაც გვხვდება.

აღმოსავლეთი სანაპირო უფრო უსწორმასწოროა და გამოირჩევა უბეებითა და ნახევარკუნძულებით.

მაორის მითოლოგიის თანახმად, ჩრდილოეთ კუნძული უზარმაზარი თევზი ყოფილა, რომელიც გმირ მაუის დაუჭერია. ამის გამო, ნორთლანდს ხშირად ზედმეტსახელად „თევზის კუდს“ უწოდებენ.

კუნძულზე ევროპული დასახლებების გაჩენის საწყის წერტილად სწორედ ეს რეგიონი მიიჩნევა. მეტად მნიშვნელოვანია დასახლება ვაიტანგი, სადაც 1840 წლის 6 თებერვალს, მაორის ტომებსა და ბრიტანეთის სამეფო ტახტს შორის ხელი მოეწერა ახალი ზელანდიის დაარსების დოკუმენტს.

ნორთლანდი ახალი ზელანდიის ყველაზე ნაკლებურბანიზებული რეგიონია. ურბანულ არეალებში მოსახლეობის მხოლოდ 50 % სახლობს. მათ შორის უდიდესია ქალაქი ფანგარეი 52 200 მცხოვრებით (2011).

2003 წელს, ნორთლანდის მთლიანი შიდა პროდუქტი US$3,243 მლრდ-ს შეადგენდა, ახალი ზელანდიის მშპ-ის 2 %-ს.

რეგიონის ეკონომიკა ეფუძნება სოფლის მეურნეობას, მეთევზეობას, ხე-ტყის გადამუშავებასა და მებაღეობას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Orange, Claudia. (2 March 2009) Northland region - Geography. Te Ara Encyclopedia of New Zealand. ციტირების თარიღი: 15 February 2010.