ნიუ-ჯორჯიის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიუ-ჯორჯიის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. New Georgia

ნიუ-ჯორჯიის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
8°30′ ს. გ. 157°20′ ა. გ. / 8.500° ს. გ. 157.333° ა. გ. / -8.500; 157.333
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
მთავარი კუნძული ახალი გეორგია
ფართობი 5200 კმ²
უმაღლესი წერტილი 813 მ
პროვინცია დასავლეთი პროვინცია
დემოგრაფია
მოსახლეობა 70 000 (2009)
სიმჭიდროვე 13,462 ად. /კმ²

ნიუ-ჯორჯიის კუნძულები (ახალი გეორგია) (ინგლ. New Georgia) — ვულკანური კუნძულების ჯგუფი წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, სოლომონის არქიპელაგში, კუნძულ გუადალკანალიდან ჩრდილო-დასავლეთით. ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების დასავლეთი პროვინცის შემადგენლობაში. მოსახლეობა დაახლოებით 70 000 ადამიანი (2009 წელი). ეთნოკულტურული თვალსაზრისით ეკუთვნის მელანეზიას.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლომონის არქიპელაგი

კუნძულების საერთო ფართობია 5200 კმ², ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილი მდებარეობს 813 მეტრზე. ყველაზე დიდი კუნძულია — ახალი გეორგია, სხა კუნძულებია: ველა-ლაველა, კოლომბანგარა, გიზო, ვანგუნუ, რენდოვა და ტეტეპარე. ჩამოთვლილი კუნძულები გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით. აქ მდებარეობს დედამიწაზე ყველაზე დიდი მლაშე წყლიანი ლაგუნამაროვო (ინგლ. Marovo Lagoon).

ნიუ-ჯორჯიის კუნძულების კლიმატი ეკვატორულია (ცხელი და ნოტიო). კუნძულები დაფარულია ნოტიო ტროპიკული ტყეებით.

დასახლებული პუნქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულების ძირითადი ქალაქებია გიზო, მუნდა და ნორო.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოჰყავთ ქოქოსის პალმა. განვითარებულია თევზჭერა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი გეორგიის კუნძულზე მიმდინარეობს მოქმედებები უილ რენდალი რომანისა «უსაქმურების კუნძული» (Solomon Time, by Will Randall).