ნიუ-ჯორჯიის კუნძულები
| მშობ. სახელი: ინგლ. New Georgia | |
|---|---|
|
ნიუ-ჯორჯიის კუნძულების რუკა | |
| გეოგრაფია | |
| 8°30′ ს. გ. 157°20′ ა. გ. / 8.500° ს. გ. 157.333° ა. გ. | |
| მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
| კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
| მთავარი კუნძული | ახალი გეორგია |
| ფართობი | 5200 კმ² |
| უმაღლესი წერტილი | 813 მ |
| პროვინცია | დასავლეთი პროვინცია |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 70 000 (2009) |
| სიმჭიდროვე | 13,462 ად. /კმ² |
ნიუ-ჯორჯიის კუნძულები (ახალი გეორგია) (ინგლ. New Georgia) — ვულკანური კუნძულების ჯგუფი წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, სოლომონის არქიპელაგში, კუნძულ გუადალკანალიდან ჩრდილო-დასავლეთით. ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების დასავლეთ პროვინციის შემადგენლობაში. მოსახლეობა დაახლოებით 70 000 ადამიანი (2009 წელი). ეთნოკულტურული თვალსაზრისით ეკუთვნის მელანეზიას.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კუნძულების საერთო ფართობია 5200 კმ², ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილი მდებარეობს 813 მეტრზე. ყველაზე დიდი კუნძულია — ახალი გეორგია, სხა კუნძულებია: ველა-ლაველა, კოლომბანგარა, გიზო, ვანგუნუ, რენდოვა და ტეტეპარე. ჩამოთვლილი კუნძულები გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით. აქ მდებარეობს დედამიწაზე ყველაზე დიდი მლაშე წყლიანი ლაგუნა — მაროვო (ინგლ. Marovo Lagoon).
ნიუ-ჯორჯიის კუნძულების კლიმატი ეკვატორულია (ცხელი და ნოტიო). კუნძულები დაფარულია ნოტიო ტროპიკული ტყეებით.
დასახლებული პუნქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოჰყავთ ქოქოსის პალმა. განვითარებულია თევზჭერა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალი გეორგიის კუნძულზე მიმდინარეობს მოქმედებები უილ რენდალი რომანისა «უსაქმურების კუნძული» (Solomon Time, by Will Randall).