ნინა გარსოიანი
ნინა გარსოიანი | |
---|---|
სომხ. Նինա Գարսոյան | |
დაბ. თარიღი | 11 აპრილი, 1923[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | მე-15 ოლქი[4] |
გარდ. თარიღი | 14 აგვისტო, 2022[3] (99 წლის) |
გარდ. ადგილი | ნიუ-იორკი, აშშ[3] |
მოქალაქეობა |
საფრანგეთი აშშ |
ეროვნება | სომხები[5] [6] |
საქმიანობა | აღმოსავლეთმცოდნე[6] , არმენოლოგი[6] და ისტორიკოსი |
მუშაობის ადგილი | პრინსტონის უნივერსიტეტის სამაგისტრო სკოლა, სმითის კოლეჯი და Revue des Études Arméniennes |
ალმა-მატერი | ბრინ მორის კოლეჯი და კოლუმბიის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[7] , ბრიტანეთის აკადემიის წევრი და Fellow of the Medieval Academy of America[8] |
ნინა გარსოიანი (ინგლ. Nina Garsoïan; დ. 11 აპრილი, 1923, პარიზი – გ. 14 აგვისტო, 2022, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი ისტორიკოსი, რომელიც სპეციალიზდება სომხეთის და ბიზანტიის ისტორიაში.[9][10][11] 1969 წელს ის გახდა პირველი ქალი ისტორიკოსი, რომელმაც კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო თანამდებობა, სადაც ის გევორქ მ. ავედესიანის სომხეთის ისტორიისა და ცივილიზაციის კათედრის მფლობელი გახდა.[12] 1977 და 1979 წლებს შორის დეკანის თანამდებობაზე მუშაობდა Princeton University Graduate School-ში.[13][14]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარსოიანი დაიბადა 1923 წლის 11 აპრილს[15], პარიზში, სომეხი მშობლების ოჯახში, რომლებიც წარმოშობით რუსეთის იმპერიიდან, კერძოდ დონის ნახიჩევანიდან (როსტოვ-ონ-დონი) და თბილისიდან იყვნენ. 1933 წელს ის გადასახლდა ნიუ-იორკში. 1943 წელს ბრაინ მავრის კოლეჯში კლასიკური არქეოლოგიის მიმართულებით მიიღო ბაკალავრის ხარისხი, ხოლო მაგისტრატურა და დოქტორანტურა ბიზანტიის, ახლო აღმოსავლეთისა და სომხეთის ისტორიაში კოლუმბიის უნივერსიტეტში მოიპოვა.[16] ის გახდა ფულბრაითის სტიპენდიატი, რითიც შესაძლებლობა მიეცა მხითარისტების მონასტერში სან ლაზარო დელ არმენიში (ვენეცია) მიეღო განათლება.[14]
1956 წლიდან გარსოიანი ასწავლიდა სმითის კოლეჯში,[14] 1962 წლიდან კი კოლუმბიაში.[12] 1969 წელს იგი გახდა პირველი ქალი პროფესორი, რომელმაც მიიღო თანამდებობა კოლუმბიის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე.[12] გარსოიანი ასევე გახდა პირველი ქალი დეკანი Princeton University Graduate School-ში, სადაც ის 1977[17] წლიდან 1970 წლამდე იმყოფებოდა.[13][14] 1979 წელს ის გახდა გევორქ. მ. ავედისიანის სომხეთის ისტორიის და ცივილიზაციის კათედრის პირველი მფლობელი კოლუმბიის უნივერსიტეტში.[16] 1993 წლიდან გავიდა პენსიაზე და ამჟამად არის სომხეთის ისტორიის და ცივილიზაციის ემერიტი პროფესორი.[12]
გარსოიანი დირექტორია პარიზში განთავსებული Revue des Études Arméniennes-ის, ის ასევე Medieval Academy of America-ს წევრია და ბრიტანული აკადემიის წევრ-კორესპონდენტია.[16][18] ის დუმბარტონ-ოქსში მონაწილეობას იღებდა ბიზანტიის კვლევების სიმპოზიუმში, სადაც ორჯერ თანა-დირექტორის პოზიციით მსახურობდა.[14]
გარსოიანი 99 წლის ასაკში, 2022 წლის 14 აგვისტოს გარდაიცვალა.[19][20]
პუბლიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარსოიანს გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი, ჟურნალი და ენციკლოპედიური სტატია სომხეთის, ბიზანტიის და სასანიანთა ისტორიაზე. საკუთარ პუბლიკაციებში ის განსაკუთრებით ხაზს უსვამს ირანულ/სპარსულ გავლენას სომხურ ისტორიაზე.[12][16]
- წიგნები
- The Paulician Heresy. Mouton, 1968.
- Armenia between Byzantium and the Sasanians. Variorum Publishing. 1985.
- The Epic Histories Attributed to Pʻawstos Buzand: (Buzandaran Patmutʻiwnkʻ). Harvard University Press, 1989.
- L'Église arménienne et le grand schisme d'Orient. Peeters Publishers. 1999.
- Church and Culture in Early Medieval Armenia. Ashgate, 1999.
- De Vita Sua. 2011. (memoir)[14][12]
- სტატიები
- "Byzantine Heresy. A Reinterpretation." Dumbarton Oaks Papers 25 (1971): 85-113.
- "Secular jurisdiction over the Armenian church (fourth-seventh centuries)." Harvard Ukrainian Studies 7 (1983): 220-250.
- "Byzantium and the Sasanians." Cambridge History of Iran 3.1 (1983): 568-592.
- "The problem of Armenian integration into the Byzantine empire." Studies on the internal diaspora of the Byzantine Empire (1998): 53-124.
- თარგმნები
- The trade and cities of Armenia in relation to ancient world trade by Hakob Manandian. 1965
- Armenia in the Period of Justinian by Nicholas Adontz. Calouste Gulbenkian Foundation. 1970.
- The Arab Emirates in Bagratid Armenia by Aram Ter-Ghevondyan. Livraria Bertrand. 1976
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ AlKindi
- ↑ 3.0 3.1 3.2 https://snbc13.com/nina-garsoian-renowned-french-born-american-historian-died-at-99-death/
- ↑ 4.0 4.1 Archives de Paris — გვ. 17.
- ↑ Krikorian A., Heratchian H. Le dictionnaire biographique: Arméniens d'hier et d'aujourd'hui — Maisons-Alfort: 2021. — P. 206. — ISBN 978-2-905686-93-0
- ↑ 6.0 6.1 6.2 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
- ↑ Guggenheim Fellows database
- ↑ https://www.medievalacademy.org/page/CompleteFellows
- ↑ Yuzbashian, Karen (1968). „Nina G. Garsoian. The Paulician Heresy. A Study of the Origine and Development of Paulicianism in Armenia and the Eastern Provinces of the Byzantine Empire. The Hague-Paris, 1967, 293 էջ+1 քարտեզ։ Նինա Գ. Գարսոյան. Պավլիկյան աղանդը. Ուսումնասիրություն նվիրված Հայաստանում և Բյուզանդական կայսրության արևելյան գավառներում պավլիկյան շարժման ծագմանն ու զարգացմանը“. Patma-Banasirakan Handes (სომხური) (4): 243–248. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-13. ციტირების თარიღი: 2021-05-13.
- ↑ Zekiyan, Levon (2016). „Նինա Գարսոյեանի "Հայոց Եկեղեցին եւ Արեւելքի մեծ բաժանումը" մենագրութիւնը“. Etchmiadzin (სომხური). Mother See of Holy Etchmiadzin. 73 (2): 127–139. ISSN 1829-4243. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-07. ციტირების თარიღი: 2021-05-13.
- ↑ Nersessian, Vrej (1987). „Nina G. Garsoian : Armenia between Byzantium and the Sasanians. (Collected studies.) viii, 332 pp. London: Variorum Reprints, 1985 32“. Bulletin of the School of Oriental and African Studies. 50 (2): 430. doi:10.1017/S0041977X00049880.
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 1962.
- ↑ 13.0 13.1 Nina Garsoian, Professor of Near Eastern Studies and History; Dean of the Graduate School 1977-1979.
- ↑ 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 ISAW LIBRARY RECEIVES COLLECTION OF NINA G. GARSOÏAN. Institute for the Study of the Ancient World.
- ↑ Avdoyan, Levon (2005) „"Magistra Studentorum per Armeniam et Byzantium"“, Women Medievalists and the Academy. University of Wisconsin Press. ISBN 9780299207502.
- ↑ 16.0 16.1 16.2 16.3 De Vita Sua. Mazda Publishers.
- ↑ Coeducation: History of Women at Princeton University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-13. ციტირების თარიღი: 2021-05-13.
- ↑ Professor Nina Garsoïan FBA.
- ↑ Der Matossian, Bedross (August 15, 2022). „The Society for Armenian Studies is sorry to bear the sad news of the passing of the preeminent Armenian Studies scholar, Prof. Nina Garsoïan“. Society for Armenian Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 August 2022.
- ↑ „Eminent Armenologist Nina Garsoïan Passes Away“. The Armenian Mirror Spectator. 16 August 2022. ციტირების თარიღი: 16 August 2022.