ნილს ლიდჰოლმი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 8 ოქტომბერი, 1922 | ||
დაბადების ადგილი | ვალდემარსვიკი, შვედეთი | ||
გარდაცვალების თარიღი | 5 ნოემბერი, 2007 (85 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | კუკარო მონფერატო, იტალია | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1938–1943 | Valdemarsviks IF | ||
1943–1946 | IK Sleipner | 60 | (24) |
1946–1949 | ნორჩეპინგი | 48 | (22) |
1949–1961 | მილანი | 359 | (81) |
ეროვნული ნაკრები | |||
1947–1958 | შვედეთი | 23 | (12) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1961–1963 | მილანი (ასსისტანტ ცოაცჰ) | ||
1963–1966 | მილანი | ||
1966–1968 | ვერონა | ||
1968–1969 | მონცა | ||
1969–1971 | ვარეზე | ||
1971–1973 | ფიორენტინა | ||
1973–1977 | რომა | ||
1977–1979 | მილანი | ||
1979–1984 | რომა | ||
1984–1987 | მილანი | ||
1987–1989 | რომა | ||
1992 | ვერონა | ||
1997 | რომა | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ნილს ლიდჰოლმი (დ. 8 ოქტომბერი,1922 — გ. 6 ოქტომბერი, 2007) — შვედი ფეხბურთის ნახევარმცველი და შემდგომში მწვრთნელი.
ლიდჰოლმმა კარიერის უმეტესობა იტალიაში, საფეხბურთო კლუბ მილანში გაატარა, სადაც მასთან ერთად გამოდიოდნენ მისი თანამემამულეები, გუნარ გრენი და გუნარ ნორდალი. შვედური სამეული 50-იანი წლების მილანის სიმბოლოებად ითვლებოდნენ და გულშემატკივრებში ცნობილი იყვნენ მათი ინიციალების კრებითი სახელით გრე-ნო-ლი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1922 წლის 8 ოქტომბერს, შვედეთის ქალაქ ვალდემარსვიკში. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 1938 წელს დაიწყო, საკმაო ხანი მოკრძალებულ კლუბებში გამოდიოდა, სანამ 1946 წელს შვედეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, ნორჩეპინგში არ აღმოჩნდა, სადაც ორჯერ მოიპოვა შვედეთის ჩემპიონის ტიტული, 1947 და 1948 წლებში.
ნორჩეპინგში გადასვლიდან მალევე ნილსი ეროვნულ გუნდშიც მიიწვიეს, იგი ნაკრებთან ერთად 1948 წელს, ინგლისის დედაქალაქ ლონდონში გამართული ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული გახდა. სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ დაინტერესდა იტალიური მილანი, შვედი ფეხბურთელებით და კონტრაქტი ერთდროულად სამ მათგანს, გუნარ ნორდალს, გუნარ გრენს და ნილს ლინდჰოლმს გაუფორმა. შვედური სამეულის ტრანსფერი მილანის ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული აღმოჩნდა, გულშემატკივრებმა თავის კუმირებს გრე-ნო-ლი უწოდეს, გვარების ინიციალებიდან გამომდინარე.
სკანდინავიელის დებიუტი სერია A-ში 1949 წლის 11 სექტემბერს შედგა: მილანმა გენუის სამპდორია 3:1-ით დაამარცხა. იმ სეზონში ლიდჰოლმმა სერია A-ს 37 მატჩში 18 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა თასის დაწყებამდე ევროპაში ყველაზე პოპულარული საკლუბო ტურნირი „ლათინთა თასი“ იყო, რომელიც მილანმა 1951 და 1956 წლებში მოიგო. შვედის წვლილი ორივე გამარჯვებაში მნიშვნელოვანი იყო.
1957-1958 წლების სეზონში შავ-წითლებმა ჩემპიონთა თასის ფინალს უწიეს, სადაც მადრიდის „რეალთან“ დამატებით დროში 2:3-ით დამარცხდნენ. ნილს ლიდჰოლმი იმ შეხვედრაში იტალიური კლუბის კაპიტანი იყო. ცნობილია, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ფიზიკურ მომზადებას და მოგვიანებით, მწვრთელობისას, ფეხბურთელებს მუდმივად ურჩევდა კონდიციებზე ზრუნვას. თავად კი, ფეხბურთელობის წლებში, კვირაში ორჯერ ვარჯიშობდა ბირთვის კვრაში, შუბის და ბადროს ტყორცნაში, ასევე 100 და 3.000 მეტრზე სირბილში.
მილანში გატარებული 13 სეზონის შემდეგ 1961 წელს, ლინდჰოლმა მოთამაშის კარიერა დაასრულა და გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა. 1963 წელს კლუბმა ჩემპიონთა თასი პირველად აღმართა, სკანდინავიელი კი მაშინდელი მთავარი მვრთნელის ნერეო როკოს ერთ-ერთი თანაშემწე იყო. 1979 წელს მილანმა იტალიის ჩემპიონატი მეათედ მოიგო და მაისური პირველი ვარსკვლავით დაიმშვენა. ნილს ლიდჰოლმი კლუბის თავკაცი იყო. გაცილებით დიდ წარმატებებს მიაღწია რომას სათავეში მოღვაწეობისას: 1981, 1983 და 1984 წლებში ქვეყნის თასი მოიგო, 1983 წელს კლუბს ისტორიაში მეორედ მოაგებინა სერია-ა, 1984 წელს კი ჩემპიონთა თასის ფინალში გაიყვანა, სადაც გუნდი მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა ლივერპული. 1999 წელს შვედეთის გაზეთმა „აფტონბლადეტმა“ ლიდჰოლმი ქვეყნის XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.
გარდაიცვალა 2007 წლის 6 ოქტომბერს იტალიის ქალაქ მონფერატოში 85 წლის ასაკში.
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფეხბურთელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნორჩეპინგი
- ალსვენსკან: 1946–47, 1947–48
- მილანი
- სერია A: 1950–51, 1954-55, 1956–57, 1958-59
- ლათინთა თასი: 1950-51, 1955–56
- ევროპის ჩემპიონთა თასი, ფინალისტი: 1957–58
- შვედეთი
- ოლიმპიური თამაშები: 1948
- მსოფლიო ჩემპიონატი, ფინალისტი: 1958
მწვრთნელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვარეზე
- სერია B: 1969–70
- მილანი
- სერია A: 1978–79
- რომა
- სერია A: 1982–83
- კოპა იტალია: 1979–80, 1980–81, 1983–84
- ევროპის ჩემპიონთა თასი, ფინალისტი: 1983–84
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნეკროლოგი დაარქივებული 2011-05-24 საიტზე Wayback Machine.
- უდიდესი შვედი მოთამაშეები დაარქივებული 2003-02-17 საიტზე Wayback Machine.