ნიგოზის პირველი სამაროვანი
იერსახე
ნიგოზის პირველი სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზის სამხრეთით 2.5 კილომეტრზე ადგილ ცემჯენაზე, სამაროვანი ორფეროვანია. ზედა ფენა განეკუთვნება ადრინდელ ფეოდალურ ხანას, ქვედა — გვაინდელ ბრინჯაოსა და ადრინდელ რკინის ხანას. პირველი ფენა მდებარეობს მიწის ზედაპირიდან 0,1-0,15 მეტრ სიღრმეზე. აქ აღმოჩნდა ქვის ფილები და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.მეორე ფენა მიწის ზედაპირიდან 0,25-0,35 მეტრ სიღრმეზე, უშუალოდ პირველი ფენის ქვეშ. აქ გამოვლინდა კარგად განლექილი წვრილმარცვლოვანი ქვიშანარევი თიხის ცომისგან სამეთუნეო მბრუნავ ჩარხზე დამზადებული ნაცრისფრად გამომწვარი ჭურჭლის ფრაგმენტები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 180.