მუჰამად ალ-უსაიმინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰამად ალ-უსაიმინი
არაბ. محمد بن صالح العثيمين
დაბ. თარიღი 8 მარტი, 1929(1929-03-08)[1]
დაბ. ადგილი უნაიზა[1]
გარდ. თარიღი 11 იანვარი, 2001(2001-01-11)[2] (71 წლის) ან 10 იანვარი, 2001(2001-01-10) (71 წლის)
გარდ. ადგილი Damad governorate
დასაფლავებულია Al Adl cemetery
მოქალაქეობა  საუდის არაბეთი
საქმიანობა ფაკიჰი, მუფასირი, უნივერსიტეტის პროფესორი და იმამი
ალმა-მატერი იმამ მუჰამედ იბნ საუდის ისლამური უნივერსიტეტი და ერ-რიადის სამეცნიერო ინსტიტუტი
ნათესავ(ებ)ი Khaled Al Mosleh და Ibrahim Mohamed Al Damigh
ჯილდოები King Faisal International Prize in Service to Islam
საიტი binothaimeen.net

აბუ 'აბდულლაჰ მუჰამმად იბნ სალიჰ იბნ მუჰამმად იბნ სულაიმან იბნ 'აბდურ–რაჰმან ალ–'უსაიმინ ალ–ვაჰიბი ათ–თამიმი (არაბ. أبو عبد الله محمد بن صالح بن محمد بن سليمان بن عبد الرحمن العثيمين الوهيبي التميمي; დ. 9 მარტი 1925 /27 რამადანი 1347 ჰიჯრით, 'უნაიზა — გ. 11 იანვარი 2001 /16 შავვალი 1421 ჰიჯრით, ერ-რიადი.[3]) — სალაფი მუსლიმი სწავლული, ფიყჰის (ისლამური სამართლის) საკითხებში, 'აბდულ–'აზიზ იბნ ბაზთან და მუჰამმად ალ–ალბანისთან ერთად იგი ითვლება მეოცე საუკუნის სალაფი მოძრაობის ლიდერად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუჰამად ალ-უსაიმინი დაიბადა 1929 წელს ალ–ყასიმის მინტაყას ქალაქ 'უნაიზაში, საუდის არაბეთის ცენტრალურ ნაწილში. პატარაობიდანვე მამამისმა იგი მიაბარა ბაბუას დედის მხრიდან, 'აბდურ–რაჰმან იბნ სულაიმან ად–დამიღს აღსაზრდელად. 14 წლისამ უკვე მიიღო ჰაფიზის წოდება (ანუ ზეპირად იცოდა მთელი ყურანი). მოგვიანებით იგი იწყებს სწავლას შეიხ 'აბდურ–რაჰმან ას–სა'დისთან, ასევე ესწრება 'აბდურ–რაზზაყ ალ–'აფიფისა და მუჰამმად ამინ აშ–შანყიტის ლექციებს.

1949 წელს ერ–რიადში იხსნება სამეცნიერო ცენტრი, რომელსაც 1952 წელს, თავისი მასწავლებლებისგან ნებართვის აღების შემდეგ უერთდება ალ–'უსაიმინიც. 1954 წელს, ერ–რიადის უნივერსიტეტის პროგრამის წარჩინებით დამთავრების შემდეგ იგი ბრუნდება 'უნაიზაში, სადაც იგი კითხულობს ლექციებს. 1956 წელს, 'აბდურ–რაჰმან ას–სა'დის გარდაცვალების შემდეგ ალ–'უსაიმინის ირჩევენ მის ადგილას, 'უნაიზას მეჩეთის იმამ–ხატიბად. იგი ასევე კითხულობს ლექციებს მთელი სამეფოს მასშტაბით. მის მშობლიურ ქალაქში მის ყოველ ლექციას ასობით მსმენელი ესწრება. 1987 წლიდან არის საუდის არაბეთის სამეფოს სწავლულთა კომიტეტის წევრი. 1994 წელს დაჯილდოებულია საერთაშორის პრემიით ისლამის სამსახურისთვის. გარდაიცვალა ჯიდაში 2001 წლის 11 იანვარს, საღამოს. მეორე დღისით მისი ჯანაზა (დაკრძალვის ლოცვა) ილოცეს მექაში, მასჯიდ ალ–ჰარამში, ათასობით მლოცველმა. დასაფლავებულია მექაში.[4]

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიხი ალ–'უსაიმინი 78–ზე მეტი წიგნის ავტორია, მათ შორის:

  • ღმერთის სახელ–თვისებანი და სუნნის მიმდევართა პოზიცია მათ მიმართ (არაბ. أسماء الله وصفاته وموقف أهل السنة منها; ასმა'უ ლ–ლაჰი ვა სიფაათიჰი ვა მავყუფ აჰლუ ს–სუნნა მინჰა) ღმერთის სახელ–თვისებათა განმარტება ისლამში ასარი მრწამსის მიხედვით.
  • სამი ძირითადი პრინციპის განმარტება (არაბ. شرح أصول الثلاثة; შარჰ უსულ ას–სალასა) მუჰამმად იბნ 'აბდულ–ვაჰჰაბის წიგნის, "სამი ძირითადი პრინციპი"–ს კომენტარი და განმარტებანი.
  • რწმენის საფუძვლების განმარტება (არაბ. شرح أصول الإيمان; შარჰ უსულ ალ–იმან) ისლამური მრწამსის მოკლე განმარტება.
  • ზომიერი მრწამსის განმარტება (არაბ. شرح العقيدة الواسطية; შარჰ ალ–'აყიდა ალ–ვასიტია) კომენტარები და განმარტებანი იბნ თაიმიას ნაშრომზე "ზომიერი მრწამსი".
  • ან–ნავავის 40 ჰადისის განმარტება (არაბ. شرح الأربعين النووية; შარჰ ალ–არბა'ინ ან–ნავავია) კომენტარები და განმარტებანი იაჰია ან–ნავავის 40 ჰადისის კრებულზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 محمد بن صالح العثيمين شرح ثلاثة الأصولالرياض: دار الثريا, 2004. — გვ. 13. — 161 გვრ.
  2. Babelio — 2007.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-21. ციტირების თარიღი: 2014-09-13.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-30. ციტირების თარიღი: 2014-09-13.