მოჩა (კუნძული)
იერსახე
მოჩა (ესპ. Isla Mocha) — პატარა კუნძული ჩილეს არაუკოს პროვინციის სანაპიროსთან, წყნარ ოკეანეში. კუნძულის ფართობი დაახლოებით 48 კვ.კმ-ია. მასზე ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით გადაჭიმულია მთათა სისტემა. მაპუჩეს მითოლოგიაში, გარდაცვლილთა სულები ამ კუნძულზე მიემგზავრებოდნენ. დღესდღეობით, კუნძულზე მდებარეობს მოჩას ბუნების ნაკრძალი, რომელიც კუნძულის ტერიტორიის 45 %-ს იკავებს. აღსანიშნავია, რომ კუნძულის სიახლოვეს ჩაძირულია არაერთი გემი. მოაჩას სანაპირო წყლები პოპულარული ადგილია თევზაობის მოყვარულთათვის.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოჩა ისტორიულად დასახლებული იყო მაპუჩეს ტომის ხალხით. კუნძული აღმოაჩინა ხუან ბაუტისტა პასტენემ 1544 წლის 10 სექტემბერს და უწოდა Isla de San Nicolas de Tolentino.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]