პალი-აიკეს ეროვნული პარკი
იერსახე
| პალი-აიკეს ეროვნული პარკი
Parque Nacional Pali Aike | |
|---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
| მდებარეობა | მაგალიანესი და ჩილეს ანტარქტიკის რეგიონი, ჩილე |
| უახლოესი ქალაქი | პუნტა-არენასი |
| ფართობი | 50 კმ² |
| დაარსდა | 1970 |
| მმართველი ორგანო | ეროვნული სატყეო კორპორაცია |
პალი-აიკეს ეროვნული პარკი მდებარეობს ჩილეში, მაგალიანესი და ჩილეს ანტარქტიკის რეგიონში, ჩილეს პატაგონიაში. პალი-აიკე ტეუელჩეს ხალხის ენაზე ნიშნავს უპატრონოდ მიტოვებულ ადგილს. პარკი შეიქმნა 1970 წელს და მოიცავს 50 კმ²-ს. იგი შეიცავს პალი-აიკეს ვულკანური ველის ნაწილსაც. პარკმა სახელი სწორედ პალი-აიკეს ვულკანური კრატერისგან მიიღო. პარკის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა აქ მაცხოვრებელი პრეისტორიული ადამიანების თავის ქალები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://www.monumentos.cl/pu002r.htm დაარქივებული 2008-11-04 საიტზე Wayback Machine.
- http://www.andaman.org/BOOK/chapter54/text-FellsCave/text-FellsCave.htm დაარქივებული 2008-08-20 საიტზე Wayback Machine.
