მონტენეგროს ენები
მონტენეგროს ენები — მონტენეგროს 2007 წლის კონსტიტუციის მიხედვით აქვს მხოლოდ ერთი სახელმწიფო ენა – ჩერნოგორიული. 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის უმეტესობამ მშობლიურ ენად გამოაცხადა სერბული და მხოლოდ მოსახლეობის 37 %–მა ჩერნოგორიული. ლინგვისტური თვალსაზრისით ისინი ორივე სერბულ-ხორვატული ენის დიალექტებს წარმოადგენენ. ჩერნოგორული ენის სტანდარტების დამუშავების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
უმცირესობის ენებად აღიარებულია: ბოსნიური, ალბანური და ხორვატული. ალბანური არის ასევე ულცინის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ენა. ქვეყნის მასშტაბით ასევე არიან სლოვაკურ ენაზე მოსაუბრეებიც. კოტორის ყურესა და სანაპირო ზოლში ასევე ცხოვრობს რამდენიმე ასეული იტალიურ ენოვანი მონტენეგროელი. ისინი არიან ვენეციის რესპუბლიკის დროს ჩამოსახლებული იტალიელების შთამომავლები.
მონტენეგრულის დამწერლობისთვის გამოიყენება როგორც ლათინური დამწერლობა ასევე კირილიცაც. ქვეყანაში არის მზარდი პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია ევროკავშირში შესვლის შემდეგ ხმარებაში დარჩეს მხოლოდ ლათინური დამწერლობა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- CIA World Factbook დაარქივებული 2012-12-05 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links