მომხმარებლის განხილვა:Otogi

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყურადღება!



გამარჯობათ! რამდენიმე შეკითხვა მაქვს თქვენთან კახეთის მხარის დედოფლისწყაროს (საგარეჯოს) მუნიციპალიტეტში არსებულ დაბალი ანტიკლინური სერის — ქვაბების მთის შესახებ:

  • 1) თქვენ გიწერიათ, რომ ეს სერი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, კოორდინატები კი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს უჩვენებს (ალბათ ეს მექანიკური შეცდომაა).
  • 2) როგორც მე ვიცი ამ სერზე (სერის შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი, მაგრამ ეს არაა პრობლემა) მდებარეობს ორი მთა. 1) დიდი ქვაბების მთა (სიმაღლე 848 მ) და 2) პატარა ქვაბების მთა (სიმაღლე 581 მ). თქვენი კოორდინატები კი ზის დიდი ქვაბების მთაზე, მაგრამ უმაღლესი წერტილი ნაჩვენებია პატარა ქვაბების მთების (581 მ).
  • 3) პატარა ქვაბების მთა მდებარეობს დიდი ქვაბების მთიდან დასავლეთით, 9 კმ მანძილზე, რომლის კოორდინატებია: 41°24′45.2″N 45°53′32.7″E, ხოლო დიდი მთების კოორდინატები მცირედით დასაკორექტირებელია.
  • 4) ყველაზე მთავარი (ჩემი აზრით): ეს სერი შეიძლება მართლაც მდებარეობდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (ჩემთვის ეს სულაც არ არის საკვირველი) და მაშინ კოორდინატები იქნება შესასწორებელი და დიდი ქვაბებისა და პატარა ქვაბების მთები აქ არაფერს შუაშია.
  • 5) სამწუხაროდ ეს აზრები თავში მომივიდა მას შემდეგ, რაც მე ეს სტატია დავაკორეკტირე (ალბათ სიბერის ბრალია) და თუ საჭირო იქნება მას შეძლების მიხედვით დაუყოვნებლივ წავშლი.

P.S. ეხლა მივაგენი ქვაბების მთების ზუსტ მდებარეობას. იგი მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტში (ზოგ რუკაზე მოხსენიებულია, როგორც ქვაბებისი) და იგი მდებარეობს პატარა ქვაბების მთებიდან აღმოსავლეთით 12 კმ-ში, რომლის სიმაღლეა 581 მ და კოორდინატებია 41°27′28.5″N 45°42′43.4″E.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 11:52, 16 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

@GiorgiXIII: თბილი მისალმებანი! ნათქვამია არ ცოდნა — არცოდვაა-ო. ახლა საქმეს რაც შეეხება; თქვენ ერთმანეთში ურევთ სიჩხიმის სერის დასავლეთ შტოქედსა (მთა ქვაბები, 589 მ) და საკუთრივ სიჩხიმის სერის პატარა ქვაბების მთას (662 მ). კოორდინატები უნდა გადიოდეს 589 მ სიმაღლის წერტილზე და ეს იქნება ქვაბების მთის სერის ზუსტი მდებარეობა. ძალიან გთხოვთ, ასე ზეპირად ნუ შეიტანთ ინფორმაციას სტატიებში, აუცილებლად დარჩება შეცდომები. დახურული ინფორმაციის გამო, ქვაბებზე, წისქვილზე თუ სხვა ერთეულებზე ხმამაღლა ლაპარაკი ახლაც არ არის მიზანშეწონილი. რაც წერია საკმარისია. თუ რაიმეს ვერ გაიგებთ გამაგებინეთ. წყაროს გარეშე ასე ნუ შეგაქვთ ინფორმაცია. არ შეიძლება. - OTOGI Messages 20:33, 27 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ! ბოდიშით კიდევ ერთი შეწუხებისათვის. საბადურის ქედის გვერდზე მეტად მცირე ინფორმაცია არსებობს. იქ მინიშნებულია მხოლოდ ორი მთა: საბადურის და ზაქარიასთავი. არ წერია სად იწყება და სად მთავრდება ეს ქედი, ხოლო იალნოს ქედის გვერდზე უფრო მეტი ინფორმაციაა. ჩემი აზრით ეს ორი განედური ქედი მდებარეობს ერთმანეთის პარალელურად და მათ შუა ჩამოედინება მდინარე თეზამი. ჩემი აზრით საბადურის ქედი უნდა იწყებოდეს (დასავლეთის მხარეს ვგულისხმობ) მთა ზაქარიასთავიდან და აღმოსავლეთით მას მოსდევს მთა საბადური, შემდეგ შტაბისმთა, შემდეგ ქუჩნა (ზოგიერთ რუკაზე კუჭაგორა) და უნდა დამთავრდეს მდინარე თეზამის სათავესთან. იალნოს ქედის შესახებ ჩემთვი ყველაფერი გასაგების ერთი რამის გარდა. საქმე ეხება მთა იკვლივს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, როგორ შედის ეს მთა იალნოს ქედის შემადგენლობაში ვერანაირად ვერ გავიგე (ჩემი აზრით არც საბადურის ქედის შემადგენლობაში არ უნდა შევიდეს). ჩვენ გვაქვს გვერდი მიტოვებული სოფლის ბოტკოს შესახებ, სადაც გვიწერია, რომ იგი მდებარეობს საბადურის ქედის ფერდზე. ჩემთვის გაუგებარია რა უნდა ნასოფლარ ბოტკოსთან საბადურის ქედს, როცა იგი მდებარეობს იკვლივის მთიდან 4 კმ-ით აღმოსავლეთით, კახეთის მხარის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში? და მეორე. თუ იკვლივის მთა ეკუთვნის იალნოს ქედს, მაშინ ნასოფლარი ბოტკოც ხომ იალნოს ქედს უნდა ეკუთვნოდეს და არა საბადურის ქედს.დიდი მადლობა და დიდი ბოდიში.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 12:15, 24 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

@GiorgiXIII: მოგესალმებით! საბადურის ქედი მთავრდება მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, მდინარე თეზამის სათავეებთან არა, არამედ მისგან უფრო შორს აღმოსავლეთისაკენ. მთა იკვლივი საბადურის ქედის აღმოსავლეთ ნაწილშია, და საკუთრივ ქედი სწორედ რომ ბოტკოსთან მთავრდება. ქედი იწყება დაახლოებით ზაქარიასთავთან. ოროგრაფიულად ცალსახად ასეა. შეცდომებს რაც შეეხება, სამწუხაროდ, ახალ ქართულ სახელმძღვანელოებსა თუ ენციკლოპედიებში სავსეა შეცდომები. ამ ნაწილში მეტი არაფერია სათქმელი. პირიქით, რისი მადლობა... - OTOGI Messages 20:17, 27 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

ღამე მშვიდობისათ! დიდი მადლობა პასუხისათვის. ესე იგი როგორც მე გავიგე ნასოფლარი ბოტკო და რაც მე ამ მომენტში განსაკუთრებით მაინტერესებს – მთა იკვლივი მდებარეობენ საბადურის ქედის მიდამოებში, მაშინ რატომ გვიწერია იკვლივის მთის ტექსტში, რომ იგი მდებარეობს იალნოს ქედის მიდამოებში. გამოდის, რომ მექანიკურ შეცდომასთან გვქონია საქმე.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 20:38, 27 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
არა თუ მიდამოებში, არამედ საბადურის ქედზე... იკვლივი და ბოტკოც. - OTOGI Messages 20:43, 27 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
როგორც მე გავიგე იკვლივის მთის გვერდი შესასწორებელია და იქ მისი მდებარეობა უნდა ჩაიწეროს, რომ იგი მდებარეობს საბადურის ქედზე და არა იალნოს ქედზე. თუ ეს ასეა მაშინ ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან – მე შევასწორო თუ თქვენ?GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 21:12, 27 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
თქვენ, შეასწორეთ... - OTOGI Messages 21:27, 27 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
შესწორდა იკვლივის მთა და საბადურის ქედს კატეგორიაში დაემატა კახეთის მხარის ქედები.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 16:46, 28 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
@GiorgiXIII: მშვენიერია, ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებთ. - OTOGI Messages 19:38, 28 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა, მაგრამ სასარგებლო საქმეს სხვებიც აკეთებენ და მათ შორის ბევრი ჩემზე უფრო მეტს. მათ შორის თქვენც. ეს პირფერობა არ არის, რეალობაა. მაგრამ მე ეს გინდ დაიჯერეთ გინდ არა სრულიად არ მშურს, პირიქით მიხარია. გავიხსენოთ სამშაბათის ფეხბურთის მატჩი, ყველა ცდილობდა უკეთესი გაეკეთებინა და შედეგი რაც მივიღეთ ყველამ ვიცით. მე თქვენც და მთელ საქართველოს ვულოცავ ამ დიდი ხნის ნანატრ გამარჯვებას! ასეა ჩვენთან ვიკიპედიაშიც. ყველამ შესაძლებლობის მიხედვით უნდა ვაკეთოთ საქმე ყოველგვარი ერთმანეთთან უსარგებლო ჩხუბის გარეშე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ვიკიპედია უფრო მეტად განვითარდება.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 19:57, 28 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

ქართულ ვიკიპედიაში რა ხანია სიმშვიდეა... მეც გილოცავთ და აბა წარმატებები. - OTOGI Messages 20:15, 28 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ადრე გვქონდა საუბარი кочкарный-ს ქართულ თარგმანზე. მაშინ დაწერე იაკოლბოხიანი (ტუნდრაშიც ეს წერია). საბჭოთა ენციკლოპედიაში შემხვდა „კოლბოხოვანი“ ამავე მნიშვნელობით. ეს სიტყვა მრავლად იძებნება ინტერნეტშიც. იაკოლბოხიანი ვერსად ვნახე და მაინტერესებს რა ხდება, რომელია უფრო სწორი. გიო ოქრო 14:45, 6 აპრილი 2024 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! არანაირი პრობლემა არ არის. ლიტერატურაში რომელიც უფრო ხშირად გვხვდება ის ჩაიწეროს. - OTOGI Messages 14:51, 6 აპრილი 2024 (UTC)[უპასუხე]
კარგი, მაშინ შევცვლი. და ესეც ნახე განხილვა:ბიუტი. მადლობა. გიო ოქრო 15:03, 6 აპრილი 2024 (UTC)[უპასუხე]
კეთილი, განხილვას რაც შეეხება, იმავე ლიტერატურაში არის თუ არა სტატია შთენილზე ? თუ არა ნახე მოწმე. მე არ მაქვს წვდომა და დრო ამ წუთას არანაირ ლიტერატურაზე. ერთი და იგივეობის პრინციპზე საუბარი რთულია კონტექსტიდან გამომდინარე ამ ორი ტერმინის ანალოგიასთან შედარებით. - OTOGI Messages 15:22, 6 აპრილი 2024 (UTC)[უპასუხე]
„შთენილი“ არ არის. „მოწმე“ არ ვიცი, მე-7 ტომი აქ არ მაქვს, მოგვიანებით ვნახავ. ეს ქე-ს სტატიაა და ორივე ტერმინია მოცემული შესავალში. იქნებ დაგვეხმაროს იდენტიფიცირებაში? გიო ოქრო 15:50, 6 აპრილი 2024 (UTC)[უპასუხე]
შთენილი არის მოწმის ანუ ამ შემთხვევაშიც შთენილის ერთ-ერთი სახე, მაგრამ ძირითადი სათაური შთენილი უნდა იყოს. - OTOGI Messages 18:33, 7 აპრილი 2024 (UTC)[უპასუხე]
ოკ, იქნებ ჩაასწორო მერე როცა მოიცლი. გიო ოქრო 18:44, 7 აპრილი 2024 (UTC)[უპასუხე]
კარგი, და შემატყობინეს, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საიტზეა ქსე ელექტრონული ვერსიები. - OTOGI Messages 18:46, 7 აპრილი 2024 (UTC)[უპასუხე]

ღამე მშვიდობისათ! აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აჭაფარის ორი მყინვარია: 1) აჭაფარა მდებარეობს იქ სადაც სტატიაში კოორდინატებია ნაჩვენები, მარამ იქ მდინარე ყლიჩის აუზის ნაცვლად მდინარე საკენის აუზია. 2) აჭაფარა მდებარეობს მდინარე ყლიჩის აუზში, რომლის კოორდინატებია 43° 11' 38"N, 41° 48' 37"E, თანაც სიმაღლეც უფრო ემთხვევა ტექსტში მოყვანილ სიმაღლეს (3210 მ). მე მგონი შესაცვლელია კოორდინატები. უფრო საინტერესო თქვენი აზრია.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 23:22, 18 აპრილი 2024 (UTC)[უპასუხე]

@GiorgiXIII: მოგესალმებით! ასეთ სიტუაციაში მხოლოდ კონკრეტული წყაროებით უნდა ვისარგებლოთ. ჩვენ ხელთ არსებული წყაროს თანახმად, გვაქვს ერთი აჭაფარა. - OTOGI Messages 22:41, 13 მაისი 2024 (UTC)[უპასუხე]

დიდი ბოდიში, მე ვერ ავხსენი გასაგებად და შევეცდები თავიდან ავხსნა. ამ საქმის თავი და ბოლო მხოლოდ კოორდინატებია. აჭაფარაში კოორდინატებს თუ დავუწკაპუნებთ ავღმოვჩნდებით ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში და არა გულრიფშისაში, როგორც ეს სტატიაში წერია, ხოლო თუ კოორდინატებს შევცვლით მაშინ ვიქნებით გულრიფშის მუნიციპალიტეტში და რაც კიდევ უფრო მთავარია დაემთხვევა სტატიაში დაწერილი დანარჩენი არსი. ანუ მისი მდებარეობა მართლაც იქნება მდინარე ყლიჩის აუზი და თითქმის დაემთხვევა სიმაღლეც. ჩემი აზრით აქ საქმე მხოლოდ კოორდინატების შეცვლაზეა. აჭაფარას უნდა დავუწეროთ კოორდინატები 43° 11' 38"N, 41° 48' 37"E, ხოლო როდესაც აჭაფარაზე სტატია შეიქმნება მას უნდა დავუწეროთ დღეისათვის აჭაფარაში ნაჩვენები კოორდინატები. აი მაშინ კი ყველაფერი გასწორდება. ეს ჩემი აზრია და მე მგონი მართალი ვარ, ოღონდ არაფერს არ ვამტკიცებ, უბრალოდ აზრს გამოვთქვამ.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 16:24, 14 მაისი 2024 (UTC)[უპასუხე]
@GiorgiXIII: ჩასწორდა გეოგრაფიული კოორდინატები. - OTOGI Messages 19:07, 15 მაისი 2024 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა, რომ ყველაფერი ასე კარგად გამიგეთ.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 19:18, 15 მაისი 2024 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ! მყინვარ პირჩიტას ზოგიერთ რუკაზე აწერია მყინვარი ჩრდილოეთი ამუგო. შეიძლება, რომ მყინვარი პიჩიტას ტექსტი ასე დავიწყოთ: „პირჩიტა, ჩრდილოეთი ამუგო — კარულ-ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში...“?GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 13:57, 27 აპრილი 2024 (UTC)[უპასუხე]

@GiorgiXIII: მოგესალმებით! უფრო მეტად წონადი წყარო იქნება საჭირო. - OTOGI Messages 22:38, 13 მაისი 2024 (UTC)[უპასუხე]

ღამე მშვიდობისათ! აქ მე ვერ გავერკვიე. ტესტში წერია, რომ იგი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. იქვე ასევე წერია, რომ იგი მდებარეობს ხოხის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. გამოდის, რომ იგი მდებარეობს არა საქართველოს, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან ხოხის ქედი საქართველო-რუსეთის საზღვარზეა და მისი ჩრდილოეთი მხარე რუსეთს ეკუთვნის, ხოლო სამხრეთი საქართველოს. თანაც ვერც ერთ რუკაზე მე ჯიმარის მყინვარი ვერ ვნახე. ტექსტში ასევე წერია, რომ მყინვარიდან გამოედინება მდინარე გიზელდონის მარჯვენა შენაკადი — გენალდონი, რომლებიც სათავიდან დაწყებული შესართავამდე მთლიანად რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან (ჩრდილოეთი ოსეთი). რუკაზე კოორდინატებს რომ დავუწკაპუნებ წერტილი მდებარეობს რუსეთის ტერიტორიაზე, საზღვრიდან 300-400 მეტრის დაშორებით. გთხოვთ გამარკვიოთ რაშია საქმე?GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 18:07, 27 აპრილი 2024 (UTC)[უპასუხე]

@GiorgiXIII: მოგესალმებით! ინფორმაცია საჭიროებს განახლებას, ვინაიდან ამ რაიონში ბევრი რამე შეიცვალა მყინვარების მდგომარეობის თვალსაზრისით. - OTOGI Messages 23:00, 13 მაისი 2024 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ! ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. როდესაც მოიცლით იქნებ მყინვარის თარგში ვიკისაწყობი ჩასვათ. მე კი ვიწვალე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. „დოლრა“-ს ინფოდაფაში კი ჩავსვი, მაგრამ არ იხსნება. წინასწარ დიდი მადლობა და დიდი ბოდიში.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 17:25, 29 აპრილი 2024 (UTC)[უპასუხე]

@GiorgiXIII: მოგესალმებით! კი, აუცილებლად. - OTOGI Messages 23:01, 13 მაისი 2024 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა!GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 15:39, 14 მაისი 2024 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ! მყინვარ ლახვრას ზოგიერთ რუკაზე აწერია მყინვარი ლაკრა. შეიძლება, რომ მყინვარი ლახვრის ტექსტი ასე დავიწყოთ: „ლახვრის მყინვარი, ლაკრის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში...“?GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 18:17, 29 აპრილი 2024 (UTC)[უპასუხე]

@GiorgiXIII: მოგესალმებით! კი, შესაძლებელია!. - OTOGI Messages 22:26, 13 მაისი 2024 (UTC)[უპასუხე]

შეიძლება, რომ ჩავწერო?GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 15:38, 14 მაისი 2024 (UTC)[უპასუხე]
@GiorgiXIII: რა თქმა უნდა!. - OTOGI Messages 18:52, 15 მაისი 2024 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 19:10, 15 მაისი 2024 (UTC)[უპასუხე]

ორი უღელტეხილი აფხაზეთში[წყაროს რედაქტირება]

უღელტეხილებს ცაგერკერს და მაგანას აქვთ ერთი და იგივე კოორდინატები. თანაც ამ ერთი და იგივე კოორდინატს ზოგ რუკაზე აწერია ცაგერკერი, ხოლო ზოგზე მაგანა. მე ვერ გავიგე ესენი ერთი უღელტეხილია სხვადასხვა სახელწოდებით თუ რუკებზე და კოორდინატებშია შეცდომა. იქნება თქვენ გამარკვიოთ? წინასწარ დიდი მადლობა.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 19:40, 10 მაისი 2024 (UTC)[უპასუხე]

@GiorgiXIII: მოგესალმებით! კი ბატონო, მაგანისა და ცაგერკერის გადასასვლელები ერთი და იგივეა. - OTOGI Messages 22:24, 13 მაისი 2024 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ! ძალიან მესიამოვნა რომ გამოჩდით, მართლა გამეხარდა. პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით, თუმცა ჯერ პირველ წერილს ვკითხულობ (თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს). თქვენი პასუხით უფრო გაურკვევლობაში ჩავვარდი. თუ კი ეს ორი გადასასვლელი ერთი და იგივეა, მაშინ რად გვინდა ცალ-ცალკე ორი სტატია, მათი გაერთიანება არ სჯობდა და დაგვერქმია ორი სახელი. უფრო ზუსტად ერთი სახელი და მეორე მისი მომდევნო. მაგალითად ასე - ცაგერკერი, მაგანა. ან პირიქით - მაგანა, ცაგერკერი? (ჩემი აზრით ამას თქვენ უფრო კარგად გადაწყვიტავთ).GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 15:32, 14 მაისი 2024 (UTC)[უპასუხე]

@GiorgiXIII: კი, ნამდვილად, უნდა გაერთიანდეს. - OTOGI Messages 18:50, 15 მაისი 2024 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ! აქ მე მგონი სიმაღლეში ან მექანიკური შეცდომაა ან წყაროა არაზუსტი. ტოპოგრაფიულ რუკაზეც შევამოწმე და იქ სიმაღლე დაახლოებით 3000 მეტრია. სხვა რუკებზე აწერია 3056 მეტრი.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 17:29, 15 მაისი 2024 (UTC)[უპასუხე]

@GiorgiXIII: კი, შესასწორებელია. უბრალოდ საქართველოს ზოგიერთი მთის, უღელტეხილის თუ სხვა გეოგრაფიული ობიექტის სიმაღლეები ძველი კვლევების ბაზაზეა ჩაწერილი. ანუ მე იმის თქმა მსურს, რომ ეს არ არის კლასიკური გაგებით შეცდომა, ძალიან ბევრი რამ ვიცი იმის შესახებ, თუ რა ურთულეს პირობებში უწევდათ მუშაობა ძველი თაობის გეოგრაფებს გეოგრაფიული ობიექტების შესასწავლად. თქვენ კი მადლობა ინფორმაციისათვის. ახლა კი ნამდვილად, განვაახლოთ ინფორმაცია. - OTOGI Messages 19:28, 15 მაისი 2024 (UTC)[უპასუხე]