მნაიდრა
მალტის მეგალითური ტაძრები: ჯგანტია, ჰაჯარ-კიმი, მნაიდრა და ტარშიენი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | მალტა | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | iv | |
სია | [1] | |
რეგიონი** | ევროპა | |
კოორდინატები | 35°49′36″ ჩ. გ. 14°26′11″ ა. გ. / 35.82667° ჩ. გ. 14.43639° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1980 (მე-4 სესია) | |
ნომერი | 132 | |
გაფართოება | 1992 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 132 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მნაიდრა — მეგალითური სატაძრო კომპლექსი ხმელთაშუაზღვიურ კუნძულ მალტის სამხრეთ ნაწილში. მდებარეობს ჰაჯარ-კიმის მეგალითური კომპლექსიდან დაახლოებით 500 მეტრში. აშენებულია ძვ. წ. მეოთხე ათასწლულში და მალტის სხვა მეგალითურ ნაგებობებთან ერთად დედამიწაზე არსებულ უძველეს რელიგიურ ძეგლებად მიიჩნევა, ამავე დროს, აღნიშნულ ძეგლებთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც „უნიკალური არქიტექტურული შედევრები“.
მნაიდრა მარჯნის კირქვითაა ნაგები. გააჩნია რთული ჯვარედინული დაგეგმარება. პრეისტორიული სტრუქტურა სამი გაერთიანებული, მაგრამ არა ერთმანეთთან შეერთებული ტაძრისგან შედგება — ზედა, შუა და ქვედა ტაძრები. მათ შორის უძველესი ზედა ტაძარია (ძვ. წ. 3600-3200). ქვედა ტაძარი სავარაუდოდ ასტრონომიული დაკვირვებებისათვის გამოიყენებოდა.
ტაძარში პირველი არქეოლოგიური სამუშაოები 1840 წელს დაიწყო.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Maltavoyager.com Mnajdra Special Feature
- Pictures of Mnajdra
- Prehistoric Mnajdra
- Heritage Malta's Mnajdra site დაარქივებული 2013-09-03 საიტზე Wayback Machine.
- Panoramic View of Mnajdra @ Places of Interest დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine.