შინაარსზე გადასვლა

მნაიდრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალტის მეგალითური ტაძრები: ჯგანტია, ჰაჯარ-კიმი, მნაიდრა და ტარშიენი
სტატუსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი და Class A[1]
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები მალტის დროშა მალტა | ქვეყნის დროშა2 | name = მალტის დროშა მალტა | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1980  (მე-4 სესია)
ნომერი 132
გაფართოება 1992
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 132
ინგლ.რუს.ფრ.

მნაიდრამეგალითური სატაძრო კომპლექსი ხმელთაშუაზღვიურ კუნძულ მალტის სამხრეთ ნაწილში. მდებარეობს ჰაჯარ-კიმის მეგალითური კომპლექსიდან დაახლოებით 500 მეტრში. აშენებულია ძვ. წ. მეოთხე ათასწლულში და მალტის სხვა მეგალითურ ნაგებობებთან ერთად დედამიწაზე არსებულ უძველეს რელიგიურ ძეგლებად მიიჩნევა, ამავე დროს, აღნიშნულ ძეგლებთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც „უნიკალური არქიტექტურული შედევრები“.

მნაიდრა მარჯნის კირქვითაა ნაგები. გააჩნია რთული ჯვარედინული დაგეგმარება. პრეისტორიული სტრუქტურა სამი გაერთიანებული, მაგრამ არა ერთმანეთთან შეერთებული ტაძრისგან შედგება — ზედა, შუა და ქვედა ტაძრები. მათ შორის უძველესი ზედა ტაძარია (ძვ. წ. 3600-3200). ქვედა ტაძარი სავარაუდოდ ასტრონომიული დაკვირვებებისათვის გამოიყენებოდა.

ტაძარში პირველი არქეოლოგიური სამუშაოები 1840 წელს დაიწყო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. http://www.culturalheritage.gov.mt/filebank/inventory/00024.pdf