ჰაჯარ-კიმი
| მალტის მეგალითური ტაძრები: ჯგანტია, ჰაჯარ-კიმი, მნაიდრა და ტარშიენი | |
|---|---|
|
| |
| სტატუსი | იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი და Class A[1] |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | iv |
| რეგიონი | ევროპა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1980 (მე-4 სესია) |
| ნომერი | 132 |
| გაფართოება | 1992 |
![]() | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 132 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ჰაჯარ-კიმი (მალტ. Ħaġar Qim) — მეგალითური სატაძრო კომპლექსი ხმელთაშუაზღვიურ კუნძულ მალტაზე, რომელიც თარიღდება ჯგანტიას ფაზით (ძვ. წ. 3600-3200). მალტის მეგალითური ტაძრები დედამიწაზე არსებულ უძველეს რელიგიურ ძეგლებადაა მიჩნეული და შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც „უნიკალური არქიტექტურული შედევრები".
ჰაჯარ-კიმის მშენებლობაში გამოყენებულია კირქვა, რისი წყალობითაც ტაძარმა ეროზიას ათასწლეულების მანძილზე შესანიშნავად გაუძლო. 2009 წელს დასრულდა მისი დამცავი კარვის მშენებლობა.
ჰაჯარ-კიმის მეგალითური კომპლექსი კუნძულ მალტის სამხრეთ კიდეზე, კირქვული მთაგრეხილის ბორცვის წვერზე მდებარეობს. ტაძრის ფასადი ხასიათდება ტრილიტური (გააჩნია 3 ფილა) შესასვლელით, გარე სკამით და ორთოსტატებით. ტაძრის გვერდით მდებარეობს შიდა ეზო, რომელიც დამცავი კედლითაა შემოსაზღვრული.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Entry at heritagemalta.org დაარქივებული 2013-09-03 საიტზე Wayback Machine.
- Malta Voyager
