ჰალ-საფლიენი
ჰალ-საფლიენი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | მალტა |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 35°52′12″ ჩ. გ. 14°30′23″ ა. გ. / 35.87000° ჩ. გ. 14.50639° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1980 (მე-4 სესია) |
ნომერი | 130 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 130 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ჰალ-საფლიენი (მალტ. Ħal-Saflieni) — მიწისქვეშა, მეგალითური სტრუქტურა მალტაზე, ქალაქ პაოლაში. თარიღდება ძვ. წ. 3000-2500 წლებით. თავდაპირველად ის სალოცავი ყოფილა, რომელიც შემდეგ ნეკროპოლისად იქცა. ამჟამად კი მსოფლიოში ერთადერთი პრეისტორიული მიწისქვეშა ტაძარია. 1980 წელს იგი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. 1992 - 1996 წლებში, სარესტავრაციო სამუშაოების გამო მნახველთათვის ის დახურული იყო. მას შემდეგ კი, ყოველდღიურად მხოლოდ 80 ადამიანის შესვლაა ნებადართული, აქედან გამომდინარე, ხშირად ბილეთის ლოდინი 2-3 კვირაა საჭირო.
მონუმენტი 1902 წელს მთალდ შემთხვევით, მუშებმა აღმოაჩინეს, როდესაც ისინი მშენებარე სახლისთვის წყლის რეზერვუარს თხრიდნენ, პირდაპირ ტაძრის სახურავს მიადგნენ. თავდაპირველად მუშებმა ამ ამბის დაფარვა სცადეს, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩენა მაინც გახმაურდა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Select Hal Salflieni in the "Browse our Sites" drop down for the Official Website of the Hypogeum დაარქივებული 2013-09-03 საიტზე Wayback Machine.
- Unesco World Heritage Site