მირზაღა ალი-ოღლუ ალიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მირზაღა ალი-ოღლუ ალიევი
დაბადების თარიღი 1883
გარდაცვალების თარიღი 1954
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები სსრკ სახალხო არტისტი (1949)

მირზაღა ალი-ოღლუ ალიევი (აზერ. Mirzəağa Əli oğlu Əliyev) (დ. 1883, სოფ.გოვსანი — გ. 25 ოქტომბერი, 1954, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი საბჭოთა მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი (1949). სკკპ წევრი 1943 წლიდან. მეორე ხარისხის სტალინური პრემიის ორგზის ლაურეატი (1943, 1948). აზერბაიჯანული თეატრის ფუძემდებლის ჯ. ზეინალოვის მოწაფე. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო ბაქოში (1906). 1920-იდან იყო ბაქოს აზიზბეკოვის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობი. აქტიურად მონაწილეობდა აზერბაიჯანის საბჭოთა თეატრის ჩამოყალიბებაში, იყო ბაქოს სატირულ-აგიტაციური თეატრის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1921—1924). განასახიერა ჰაჯი ყარას, ვეზირის (მირზა ფათალი ახუნდოვის „ჰაჯი ყარა“ და „ლენქორანის სახანოს ვეზირი“), სულთან-ბეის (უზეირ ჰაჯიბეკოვის „არშინ მალ ალან“), ოდამდის (ჯაბარლის „ცეცხლოვანი საპატარძლო“), მეშადი გულამ ჰუსეინის (იბრაჰიმოვის „მუჰაბეთი“), ნაჯაფ-ბეის (მამედხანლის „აღმოსავლეთის დილა“), ოსიპის (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ლუკას (მაქსიმ გორკის „ფსკერზე“) და სხვა როლები. დაჯილდოებულია ორი ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]