მირზაღა ალი-ოღლუ ალიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მირზაღა ალი-ოღლუ ალიევი (აზერ. Mirzəağa Əli oğlu Əliyev) (დ. 1883, სოფ.გოვსანი — გ. 25 ოქტომბერი, 1954, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი საბჭოთა მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი (1949). სკკპ წევრი 1943 წლიდან. ორგზის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1943, 1948). აზერბაიჯანული თეატრის ფუძემდებლის ჯ. ზეინალოვის მოწაფე. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო ბაქოში (1906). 1920-იდან იყო ბაქოს აზიზბეკოვის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობი. აქტიურად მონაწილეობდა აზერბაიჯანის საბჭოთა თეატრის ჩამოყალიბებაში, იყო ბაქოს სატირულ-აგიტაციური თეატრის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1921—1924). განასახიერა ჰაჯიყარას, ვეზირის (მირზა ფათალი ახუნდოვის „ჰაჯი ყარა“ და „ლენქორანის სახანოს ვეზირი“), სულთან-ბეის (უზეირ ჰაჯიბეკოვის „არშინ მალ ალან“), ოდამდის (ჯაბარლის „ცეცხლის საცოლე“), მეშადი გულამ ჰუსეინის (იბრაჰიმოვის „მუჰაბეთი“), ნაჯაფ-ბეის (მამედხანლის „აღმოსავლეთის დილა“), ოსიპის (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ლუკას (მაქსიმ გორკის „ფსკერზე“) და სხვა როლები. დაჯილდოებულია ორი ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]