მელაანის წმინდა მარინეს ეკლესია
იერსახე
მელაანის წმინდა მარინეს ეკლესია — არქტიტექტურული ძეგლი. მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (5,7x4 მ). ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით და კირის ხსნარით. დაზიანებულია: კედლები სხვადასხვა სიმაღლეზეა (მაქსიმალური სიმაღლე – 3 მ) შემორჩენილი; თითქმის მთლიანადაა ჩამოცვენილი საპირე ქვები; აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები შუაში განგრეულია; მონგრეულია ჩრდილო-დასავლეთ კუთხე.
ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია (შემორჩენილია აღმოსავლეთ წირთხლის ნაშთი). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც დარბაზისაგან მხრებითაა გამოყოფილი. გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში თითო ოთხკუთხა ნიშაა. დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია გაჭრილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუპრეიშვილი ბ, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 191.