მელაანის წმინდა მარინეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მელაანის წმინდა მარინეს ეკლესია — არქტიტექტურული ძეგლი. მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,7x4 მ). ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით და კირის ხსნარით. დაზიანებულია: კედლები სხვადასხვა სიმაღლეზეა (მაქსიმალური სიმაღლე – 3 მ) შემორჩენილი; თითქმის მთლიანადაა ჩამოცვენილი საპირე ქვები; აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები შუაში განგრეულია; მონგრეულია ჩრდილო-დასავლეთ კუთხე.

ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია (შემორჩენილია აღმოსავლეთ წირთხლის ნაშთი). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც დარბაზისაგან მხრებითაა გამოყოფილი. გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში თითო ოთხკუთხა ნიშაა. დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია გაჭრილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]