მეზოსფერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედამიწის სფეროების რუკა

მეზოსფერო (ბერძ. μεσο — „საშუალო“, „შუალედური“ და σφαῖρα — „სფერო“) — დედამიწის ატმოსფეროს ფენა. ვრცელდება 50-55-იდან 80 კმ-მდე. მდებარეობს სტრატოსფეროს ზევით. დამახასიათებელია, რომ მეზოსფეროში სიმაღლის მომატებასთან ერთად იკლებს ტემპერატურა: 0°C-იდან (ქვემო საზღვარზე) -90°C-მდე (ზემო საზღვარზე). ტერმინი შემოღებულია გეოგრაფიული და გეოფიზიკური კავშირის მიერ 1951 წელს. შემადგენლობაში მთავარი ადგილი უკავია აზოტს — 80% და — ჟანგბადს 20%. ქვედა მხარეზე მდებარეობს სტრატოსფერო, ხოლო მის ზევით თერმოსფერო იწყება. მეზოსფერო ძირითადად ემთხვევა ტურბოპაუზას. მეტეორები სიკაშკაშეს განიცდიან დედამიწის მეზოსფეროს ფენაში, ამასთანავე როგორც წესი, ამავე ფენაში წვას ექვემდებარებიან. ვერცხლისფერი ღრუბლები, როგორც ატმოსფეროს ფენომენი წარმოქმნას მეზოსფეროში იწყებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]