ტურბოპაუზა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტურბოპაუზადედამიწის ატმოსფეროს ფენა, რომლის ქვემო ნაწილში გაბატონებულია ტურბოლენტური დინება. ტურბოპაუზის ქვედა ფენა ცნობილია ჰომოსფეროს სახელწოდებით, სადაც ატმოსფეროს ქიმიური შედგენილობა უცვლელი რჩება. ზედა ფენას ჰეტეროსფერო ეწოდება, სადაც ჭარბობს მოლეკულური დიფუზია და ატმოსფეროს ქიმიური შედგენილობა სიმაღლის მომატებასთან ერთად იცვლება. ატმოსფეროს ყველაზე მაღალი ფენები შედგება უმეტესწილად წყალბადისა და ჰელიუმისაგან. ტურბოპაუზა მდებარეობს მეზოპაუზის სიახლოვეს, მეზოსფეროსა და თერმოსფეროს საზღვარზე, დაახლოებით 100 კმ სიმაღლეზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]