მეზოპაუზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედამიწის ატმოსფეროს სტრუქტურა

მეზოპაუზა (მეზო... და ლათ. pausa – შეწყვეტა, შეჩერება) — დედამიწის ატმოსფეროს გარდამავალი ფენა მეზოსფეროსა და თერმოსფეროს შორის. ვრცელდება დაახლოებით 80-90 კმ სიმაღლეზე. მეზოპაუზის ფარგლებში მოქცეულია ტემპერატურის მინიმუმი, რომელიც შეადგენს დაახლოებით –100°C-სს (ტემპერატურა მუდმივია ან გრადიენტული). მის ზევით (დაახლოებით 400 კმ-მდე) ტემპერატურა ისევ იწყებს ზრდას. მეზოპაუზაში არსებული ტემპერატურა დედამიწის ატმოსფეროში ყველაზე ცივია.[1] საინტერესო თავისებურება არის ის, რომ ზაფხულში არსებული ტემპერატურა უფრო ცივია ვიდრე ზამთარში. ხშირად ეს გარემოება ცნობილია მეზოპაუზის ანომალიის სახელწოდებით. ამ სიმაღლეზე შეინიშნება ატმოსფეროს ფენომენის — ვერცხლისფერი ღრუბლების არსებობა. დაკვირვებების შედეგად გამოირკვა, რომ მეზოპაუზაში ტემპერატურა კლებას განიცდის, ამასთანავე ამ ცვლილების საკითხზე მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები.[2] აღნიშნულ ფენომენთან დაკავშირებული კვლევების მოდელირება აგრეთვე შესრულებულია.[3][4][5]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. International Union of Pure and Applied Chemistry. "mesosphere". Compendium of Chemical Terminology Internet edition
  2. Beig, G., Keckhut, P., Lowe, R.P., et al., 2003. Review of mesospheric temperature trends. Rev. Geophys. 41 (4), 1015.
  3. Roble, R.G., Dickinson, R.E., 1989. How will changes in carbon-dioxide and methane modify the mean structure of the mesosphere and thermosphere? Geophys. Res. Lett. 16 (12), 1441-1444.
  4. Akmaev, R.A., Fomichev, V.I., Zhu, X., 2006. Impact of middle-atmospheric composition changes on greenhouse cooling in the upper atmosphere. J. Atmos. Solar-Terr. Phys. 68 (17), 1879-1889.
  5. Ingrid Cnossen, Matthew J. Harris, Neil F. Arnold and Erdal Yiğit, "Modelled effect of changes in the CO2 concentration on the middle and upper atmosphere: sensitivity to gravity wave parameterization", Journal of Atmospheric and Solar-Terrestrial Physics (accepted October 2008 - in Press)