მაჩერატის პროვინცია
იერსახე
მაჩერატის პროვინცია (იტალ. Provincia di Macerata) — პროვინცია იტალიაში, მარკეს რეგიონში. დედაქალაქია მაჩერატა.
პროვინციის ფართობი 2 774 კმ²-ია, რა მხრივაც ის უდიდესია მარკეს რეგიონში. მოსახლეობა 301 701 (2001). შედგება 57 კომუნისგან.
ჩრდილოეთით ესაზღვრება ანკონის პროვინცია, აღმოსავლეთით — ადრიატიკის ზღვა, სამხრეთით — ასკოლი-პიჩენოს პროვინცია, დასავლეთით კი უმბრიის რეგიონი (პერუჯის პროვინცია).
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისევე როგორც დანარჩენ რეგიონში, მაჩერატის პროვინციაში მოღვაწეობს ბევრი პატარა, მაგრამ მაღალსპეციალიზებული კომპანია. მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის ინდუსტრია.
კომუნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცხრილში მოცემულია პროვინციის მნიშვნელოვანი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:
კომუნა | მოსახლეობა | ფართობი (კმ²) |
სიმაღლე (მ) |
---|---|---|---|
მაჩერატა | 43 057 | 92 | 315 |
ჩივიტანოვა-მარკე | 40 204 | 45,8 | 3 |
რეკანატი | 21 518 | 102 | 296 |
ტოლენტინო | 20 378 | 94,86 | 230 |
პოტენცა-პიჩენა | 15 889 | 48,2 | 237 |
კორიდონია | 15 118 | 62 | 261 |
სან-სევერინო-მარკე | 13 288 | 193 | 236 |
პორტო-რეკანატი | 12 115 | 18 | 5 |
ჩინგოლი | 10 647 | 147 | 631 |
მატელიკა | 10 385 | 81 | 357 |