მაუნტ-აიზა
იერსახე
ქალაქი | |
---|---|
მაუნტ-აიზა ინგლ. Mount Isa | |
ქვეყანა | ავსტრალია |
შტატი | კუინზლენდი |
კოორდინატები | 20°44′00″ ს. გ. 139°30′00″ ა. გ. / 20.73333° ს. გ. 139.50000° ა. გ. |
დაარსდა | 1923 |
ფართობი | 62,8 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 350 მ |
მოსახლეობა | 20 570 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 327,55 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+10 |
საფოსტო ინდექსი | 4825 |
ოფიციალური საიტი | mountisa.qld.gov.au |
მაუნტ-აიზა (ინგლ. Mount Isa) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კუინზლენდის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 20 570 ადამიანს[1]. მაუნტ-აიზა 1830 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ბრიზბენს, ხოლო 904 კილომეტრით დაცილებულია ქალაქ ტაუნსვილს. ქალაქი მაუნტ-აიზა დაარსდა 1923 წელს, ქალაქის სტატუსი კი მიენიჭა 1968 წელს. ქალაქი მდებარეობს უდაბნოების ტერიტორიაზე, მაუნტ-აიზასთან მდებარეობს ტბა მონდარა. ქალაქიდან 155 კილომეტრში მდებარეობს კუინზლენდის და ჩრდილოეთი ტერიტორიის ოფიციალური საზღვარი. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ნალექების ყოველწლიური რაოდენობა საკმაოდ დაბალია და შეადგენს 454.3 მმ-ს.
ფოტო გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
მაუნტ-აიზა
-
მაუნტ-აიზა
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მაუნტ-აიზას საბჭო
- Mount Isa Mines დაარქივებული 2009-10-01 საიტზე Wayback Machine.
- AFL Mount Isa
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის აღწერა (2011 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-04. ციტირების თარიღი: 2015-02-22.
|