შინაარსზე გადასვლა

მაუის დელფინი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაუის დელფინები

მაუის დელფინი ან პოპოტო (Cephalorhynchus hectori maui) — ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა. მსოფლიოში ყველაზე იშვიათი და ყველაზე პატარა სუბსახეობა დელფინთა შორის.[1]

მაუის დელფინი და ჰექტორის დელფინი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთი და სამხრეთი კუნძულების დელფინები არიან. მაუის დელფინები მხოლოდ ახალი ზელანდიის ჩრდილოეთი კუნძულის დასავლეთ ნაწილში ბინადრობენ. Cephalorhynchus hectori-ის ეს ორი სუბსახეობა ახალი ზელანდიის ერთადერთი ენდემური სახეობაა ვეშაპისნაირთა შორის.[2] მაუის დელფინები ძირითადად სანაპიროთა მახლობლად ჯგუფებად ცხოვრობენ. ძირითადად წყალმარჩხებში, ისეთ წყლებში ბინადრობენ, რომლსი სიღრმეც 20 მეტრამდეა. შესაძლებელია მაუის დელფინები სანაპიროსგან მოშორებითაც ცხოვრობდნენ.

2012 წლის მოხსენების მიხედვით, 2014 წელს ბუნების მსოფლიო ფორდმა ახალ ზელანდიაში „The Last 55“ კამპანია წამოიწყო. 2014 წლიდან მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთი კუნძულის ზღვის ძუძუმწოვართა თავშესფრის დასავლეთი სანაპიროს 3000 კილომეტრიანი სანაპირო, მაუის დელფინის მთავარი ჰაბიტატი, ნავთობის მოსაპოვებლად გამოიყენება.[3] 2015 წლის მაისის კვლევის თანახმად, მაუის დელფინთა პოპულაციამ დაიკლო და 43-47 ინდივიდს შეადგენს, რომელთა შორის მხოლოდ 10 ზრდასრული მდედრია.

სიტყვა „Māui“ Te Ika-a-Māui-დან წარმოდგება, რომელიც მაორი ენაზე ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულს ნიშნავს. მაორი ენაზე დელფინს პოპოტო ეწოდება.[4] ინგლის ენაში ზუსტი გამოთქმა არ არის დადგენილი. ინგლისურ ენაში მაუის დელფინის შესატყვისი ოთხი ფორმა არსებობს: Maui's dolphin, Maui dolphin, Māui's dolphin და Māui dolphin.[5][6][4][7][8][9] [2][10]

2002 წელს მაუის დელფინი Cephalorhynchus hectori-ის სუბსახეობად გამოყვეს. თავდაპირველად ამ სუბსახეობას ჩრდილოეთის კუნძულის ჰექტორის დელფინად მიიჩნევდნენ. ალან ბეიკერმა ამ სუბსახეობის დელფინებში გენეტიკური და ჩონჩხის ცვლილებები აღმოაჩინა და სამხრეთის კუნძულის ჰექტორის დელფინისგან განასხვავა.[4] ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავებები მცირე გეოგრაფიულ მანძილზე ზღვის ძუძუმმწოვრების სხვა კვლევებში არ ყოფილა აღწერილი. Cephalorhynchus hectori-ის გენეტიკურ თანმიმდევრობაში 26 განსხვავებული მიტოქონდრიული დნმ ჰაპლოტიპია, რომელთა შორის G ჰაპლოტიპი მაუის დელფინისაა.[11]

მაუის დელფინების გავრცელლების საზღვრები

მაუის დელფინებს ნაცრისფერი, თეთრი და შავი შეფერილობა და მოკლე დინგი აქვთ. ყველაზე ადვილად წრიული ზურგის ფარფლით შეიძლება მათი გარჩევა. მაუის და ჰექტორის დელფინები ერთადერთი სახეობაა, რომელსაც მსგავსი შავი წრიული ზურგის ფარფლი აქვს. მდედრები 1.7 მეტრის სიგრძის არიან და 50 კგ-ს იწონიან. მამრები ცოტა უფრო პატარები და მსუბუქები არიან. ცოცხლობენ დაახლოებით 20 წელიწადს.

პოპულაცია და გავრცელება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის კლასიფიკაციით, მაუის დელფინები კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებს მიეკუთვნებიან. ახალი წელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტის მიერ სახეობათა საკლასიფიკასიო სისტემის მიხედვით კი „ეროვნული მნიშვნელობის კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებს“.[12] ბინადრობენ ახალი ზელანდიის ჩრდილოეთი კუნძულის დასავლეთით. იშვიათად მაუის დელფინების შემჩნევა აღმოსავლეთ სანაპიროზეც შეიძლება.

  • Small, Vernon. „Set net ban extension to protect Maui's Dolphin“. stuff.co.nz. ციტირების თარიღი: 9 November 2014.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Dolphin's death reignites calls for set net ban“. The New Zealand Herald. APNZ. 1 February 2012. ციტირების თარიღი: 9 November 2014.
  2. 2.0 2.1 Frankham, James. Maui's dolphin – deep trouble. New Zealand Geographic. ციტირების თარიღი: 9 November 2014.
  3. „Oil and gas risk to Maui's dolphin 'small' – Minister“. The New Zealand Herald. 18 June 2014. ციტირების თარიღი: 18 June 2014.
  4. 4.0 4.1 4.2 Māui dolphin | WWF NZ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 27 Dec 2017.
  5. Why Stuff is introducing macrons for te reo Māori words en. ციტირების თარიღი: 2018-10-29
  6. Use of tohutō (macrons) a sign of respect en. ციტირების თარიღი: 2018-10-29
  7. Death of female Māui's dolphin a tragic blow. ციტირების თარიღი: 29 October 2018.
  8. Māui's Dolphin: Going, Going, Gone?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 29 October 2018.
  9. Dead dolphin believed to be rare Maui Dolphin. ციტირების თარიღი: 29 October 2018.
  10. Save the Maui's dolphin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 29 October 2018.
  11. Hamner, Rebecca M.; Pichler, Franz B.; Heimeier, Dorothea; Constantine, Rochelle; Baker, C. Scott (August 2012). „Genetic differentiation and limited gene flow among fragmented populations of New Zealand endemic Hector's and Maui's dolphins“. Conservation Genetics. 13 (4): 987–1002. doi:10.1007/s10592-012-0347-9.
  12. Hitchmough, Rod; Bull, Leigh; Cromarty, Pam (compilers) (2007) New Zealand Threat Classification System lists – 2005. Science & Technical Publishing, Department of Conservation, გვ. 32. ISBN 978-0-478-14128-3. .
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაუის_დელფინი“-დან