ჰექტორის დელფინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰექტორის დელფინები

ჰექტორის დელფინი (Cephalorhynchus hectori) — ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა. Cephalorhynchu-ის გვარის 4 სახეობას შორის მაუის დელფინთან ერთად ყველაზე ცნობილი სახეობა ახალი ზელანდიის ერთადერთი ვეშაპისნაირი ენდემია. არის 1.4 მეტრის სიგრძის და ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახეობაა ვეშაპისნაირთა შორის.

გამოყოფენ ორ სუბსახეობა: C. h. hectori, უფრო მრავალრიცხოვანი სუბსახეობა სამხრეთის კუნძულის ირგვლივ გვხვდება და C. h. maui, მაუის დელფინი, რომელიც კრიტიკული საფრთხის ქვეს მყოფი სუბსახეობაა და ჩრდილოეთის კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ბინადრობს.[1] ჰექტორის დელფინი მსოფლიოში ყველაზე პატარა და უიშვიათესი დელფინია.[2] მაუის დელფინი ვეშაპისნაირთა შორის საფრთხეში მყოფი 8 სახეობიდან ერთ-ერთია. კონსერვაციის ახალი ზელანდიის დეპარტამენტის 2010-2011 წლის კვლევის მიხედვით მხოლოდ 55 ზრდასრული ინდივიდია შემჩნეული.[3]

დელფინს სახელი სერ ჯეიმზ ჰექტორის (1834-1907) პატივსაცემად ეწოდა, რომელიც ველინგტონში კოლონიის მუზეუმის (აჟამად ახაი ზელანდიის პაპა ტონგარევას მუზეუმი) კურატორი იყო. ამ სახეობის პირველი ნიმუში სწორედ მან შეისწავლა. ჰექტორის დელფინი მეცნიერულად ბელგიელმა ზოოლოგმა,პიერ-ჯოზეფ ვან ბენედენმა აღწერა 1881 წელს.

მაორი ენაზე ჰექტორისა და მაუის დელფინს tutumairekurai, tupoupou და popoto.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰექტორის დელფინი ყველაზე პატარაა დელფინთა შორის. ზრდასრულები 1.2-დან 1.6 მეტრამდე სიგრძის არიან და 40-60 კილოგრამამდე იწონიან. დამახასიათებელია სქესობრივი დიმორფიზმი და მდედრები მამრებზე 5.7%-ით უფრო გრძელები არიან. შესამჩნევი დინგი არ აქვთ. ყველაზე განმასხვავებელი ნიშანი წრიული ფორმის ფარფლია.[4][5] ახალშობილი ჰექტორის დელფინი 60-80სმ-ის სიგრძისააა და 8-დან 10 კილოგრამამდე იწონის. შეფერილობა თითქმის ისეთივეა, როგორც ზრდასრულების, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ნაცრისფერს მუქი ტონი დაჰკრავს.[6][6]

პოპულაცია და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰექტორის დელფინის გავრცელების საზღვრები

ჰექტორის დელფინები ახალი ზელანდიის სანაპირო რეგიონის ენდემები არიან. მთლიანი სამხრეთი კუნძულის ირგვლივ ჰექტორის დელფინები ფრაგმენტულად არიან გავრცელებული. ეს სახეობა ფიორდლენდის ღრმა წყლებში იშვიათად ბინადრობს. 2011 წელს ჰექტორისა და მაუის დელფინებისთვის 5 თავშესაფარი სივრცე მოეწყო.[7]

უდიდესი პოპულაციები სამხრეთის კუნძულის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე ბინადრობენ, ხოლო მცირე ჯგუფები დანაწევრებულად მთელი კუნძულის ირგვლივ ცხოვრობენ. მაუის დელფინები ჩრდილოეთის კუნძულის დასავლეთით ბინადრობენ. ზოგჯერ მაუის დელფინები ჩრდილოეთით ბეი-ოვ-პლენტისა და ჰოკს-ბეის რეგიონამდე მიდიან.[8][9][10][11][12]

უკანასკნელი კვლევების მიხედვით სამხრეთის კუნძულის ჰექტორის დელფინების პოპულაცია 15 000 ინდივიდს მოიცავს. ბოლო აღწერის მიხედვით, მაუის დელფინთა რაოდენობა 55-ია. ჰექტორის დელფინები უმეტესწილად 5 ინდივიდზე ნაკლებ ჯგუფებს ქმნიან და სქესის მიხედვით ძლიერ არიან გაყოფილი. ამ ჯგუფების უმრავლესობა ერთსქესიანია. 5-ზე მეტი ინდივიდისგან შემდგარი ჯგუფები იშვიათად ყალიბდება.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Baker, Alan N.; Smith, Adam N.H.; Pichler, Franz B. (2002). „Geographical variation in Hector's dolphin: recognition of a new subspecies of Cephalorhynchus hectori“. Journal of the Royal Society of New Zealand. 32 (4): 713–727. CiteSeerX 10.1.1.113.9489. doi:10.1080/03014223.2002.9517717.
  2. "Hector's Dolphin." WorldWildlife.org. World Wildlife Fund, n.d. Web. 23 October 2014.
  3. Maui's dolphin abundance estimate. New Zealand Department of Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 13 March 2012.
  4. 4.0 4.1 Webster, T.A.; Dawson, S.M.; Slooten, E. (2009). Evidence of Sex Segregation in Hector’s Dolphin (Cehalorhynchus hectori). Aquatic Mammals. Vol. 35, Iss. 2.: 212-219.
  5. Slooten, E. and Dawson, S.M. 1994. Hector's dolphin Cephalorhynchus hectori. Pp. 311-333 in: Handbook of Marine Mammals. Volume V (Delphinidae and Phocoenidae) (S.H. Ridgway and R. Harrison eds). Academic Press. New York.
  6. 6.0 6.1 Slooten, E. 1991. Age, growth and reproduction in Hector's dolphins. Canadian Journal of Zoology 69: 1689-1700.
  7. Reid A.. Halderen V.L.. 2013. Wildlife Management - Impact of Deep Sea Oil Development on New Zealand marine wildlife. Department of Zoology. University of Otago. Retrieved 18 December. 2014
  8. Tait M.. 2012. Creatures lurking in Bay waters. the Hawkes Bay Today. Retrieved 4 November 2014
  9. Slooten, E., Dawson, S.M., Rayment, W. and Childerhouse, S. 2006. "A new abundance estimate for Maui's dolphin: What does it mean for managing this critically endangered species?". Biological Conservation 128: 576-581.
  10. Slooten L.. Benjamins S.. Turek J.. 2011. Potential impacts of Project Next Generation on Hector’s'dolphins and other marine mammals დაარქივებული 2019-05-31 საიტზე Wayback Machine. . Otago University. Retrieved 4 November 2014
  11. Slooten, E., Dawson, S.M. and Rayment, W.J. 2004. Aerial surveys for coastal dolphins: abundance of Hector’s dolphins off the South Island West Coast, New Zealand. Marine Mammal Science 20:477-490.
  12. Dawson, S.M., Slooten, E., DuFresne, S.D., Wade, P. and Clement, D.M. 2004. Small-boat surveys for coastal dolphins: Line-transect surveys of Hector’s dolphins (Cephalorhynchus hectori) დაარქივებული 2018-07-11 საიტზე Wayback Machine. . Fishery Bulletin 102: 441-451.