შინაარსზე გადასვლა

მარცვლეული კულტურები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხორბალი

მარცვლეული კულტურებიმცენარეების ჯგუფი, რომლებსაც ადამიანის სამეურნეო საქმიანობაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. იძლევა ადამიანის კვების ძირითად პროდუქტს — მარცვალს, ნედლეულს მრეწველობის მრავალი დარგისათვის და საკვებს სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისათვის. ძირითადი მარცვლეული კულტურებია: ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი, ფეტვი, სიმინდი, სორგო და სხვა; ფსევდომარცვლეული კულტურებია: წიწიბურა, შირბახტი და სხვა.

პურეული მარცვლეული კულტურების დიდი ნაწილი, როგორებიცაა ხორბალი, ჭვავი, ბრინჯი, შვრია, ქერი, სიმინდი, სორგო, ფეტვი, ღომი, ურიში, დაგუსა და სხვა მიეკუთვნება მარცვლოვანთა ოჯახს; ფსევდომარცვლეული კულტურა — წიწიბურა ეკუთვნის მატიტელასებრთა ოჯახს. პურეული მარცვლეული კულტურების მარცვალი დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყალს (მშრალ ნივთიერებაზე 60-80% ), ცილებს (მშრალ ნივთიერებაზე 7-20%), ფერმენტებს, В ვიტამინის კომპლექსებს (B1, B2, B6), PP და პროვიტამინ А-ს, რითაც განისაზღვრება მაღალი ყუათიანობა და ღირებულება ადამიანისათვის და საკვებად გამოყენებისათვის. მარცვლეული კულტურების კულტივირება დაიწყო 12 000 წლის წინ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]