მარტიროს სარიანი
მარტიროს სარიანი | |
---|---|
დაიბადა | 16 (28) თებერვალი, 1880 |
დაბადების ადგილი | დონის ნახიჩევანი[1] |
გარდაიცვალა | 5 მაისი, 1972[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (92 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ერევანი[1] |
ჟანრი | პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი, გრაფიკა, ილუსტრაცია და სცენოგრაფია |
მარტიროს სარქისის ძე სარიანი (დ. 28 თებერვალი [ძვ. სტ. 16 თებერვალი], 1880, დონის ნახიჩევანი ახლანდელი დონის როსტოვის ფარგლებში — გ. 5 მაისი, 1972, ერევანი) — სომეხი მხატვარი. სსრკ სახალხო მხატვარი (1960), სსრკ სამხატვრო აკადემიკოსი (1947) და სომხეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1956), სოციალისტური შრომის გმირი (1965). სომხეთის სსრ მხატვართა კავშირის თავმჯდომარე (1947-1951).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1897-1904 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში, 1902-1904 წლებში მუშაობდა ვალენტინ სეროვისა და კონსტანტინე კოროვინის სახელოსნოებში. მონაწილეობდა გამოფენებში „გოლუბაია როზა“, „მირ ისკუსტვა“ და სხვა. 900-იან წლებში შესრულებულ ნატურმოტებსა და პორტრეტების კომპოზიციებსა თუ დეკორატიულ გადაწყვეტაში იგრძნობა ანრი მატისისა და პოლ გოგენის გავლენა. 1910-1915 წლებში იმოგზაურა თურქეთში, ეგვიპტესა და ირანში. 1921 წლიდან სომხეთში ცხოვრობდა.
სარიანის შემოქმედების მთავარი თემაა სომეხი ხალხის ცხოვრება. წარმატებით მუშაობდა პორტრეტის, ნატურმორტის, განსაკუთრებით პეიზაჟის ჟანრში. უმთავრესად იყენებდა ზეთის ფერწერის ტექნიკას. თავდაპირველად სარიანის კომპოზიციები ინარჩუნებდა დეკორატიულ სიბრტყობრიობას, შემდეგ კი მხატვრული ფერის დიდი ლაქების ნაცვლად ტონებს და ნახევარტონებს მიმართავდა. ბოლო ეტაპზე ნატურიდან დახატულმა სურათებმა ადგილი დაუთმო განზოგადებულ, მონუმენტალურ პეიზაჟებს (სურათების ციკლი „ჩემი სამშობლო“, 1952-1958, ლენინური პრემია, 1961, სომხეთის სურათბის გალერეა, ერევანი). სარიანმა შექმნა სომხეთის მშრომელების, მეცნიერების, მუსიკოსების, საბჭოთა არმიის მეომრების პორტრეტების მთელი გალერეა. სარიანი მუშაობდა მონუმენტური ფერწერის დარგში (პანო პარიზის მსოფლიო გამოფენაზე საბჭოთა პავილიონისათვის, 1937), იყო თეატრის მხატვარიც (ალექსანდრე სპენდიარიანის ოპერა „ალმასტი“, ერევნის სპენდირიანის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი, 1938-1939, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1941). აღსანიშნავია მისი ილუსტრაციები სომხური ზღაპრების კრებულისათვის.
თანამედროვე სომხურ ფერწერაში სარიანმა შექმნა მთელი მიმართულება, რომელსაც მშობლიური ქვეყნის პოეტური აღქმა უდევს საფუძვლად. მისმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი სომხური ეროვნული ხელოვნების წინსვლას.
სსრკ II-IV მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენით და მედლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Дрампян Р., Сарьян, М., 1964;
- Михайлов А. И., Мартирос Сергеевич Сарьян, М., 1958
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 106.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Сарьян Мартирос Сергеевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Martiros Sergeevich Saryan
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ The Fine Art Archive
- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 28 თებერვალი
- დაბადებული 1880
- გარდაცვლილი 5 მაისი
- გარდაცვლილი 1972
- სომეხი მხატვრები
- სოციალისტური შრომის გმირები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- ლენინის ორდენის კავალრები
- სსრკ-ის სახალხო მხატვრები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- კავკასიის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- კომიტასის პანთეონში დაკრძალულები