მარისა ტომეი
მარისა ტომეი | |
---|---|
მარისა ტომეი 2012 წელს | |
დაბადების სახელი | მარისა ტომეი |
დაბადების თარიღი |
4 დეკემბერი, 1964 ბრუკლინი, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1983–დღემდე |
ოსკარი |
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში |
მარისა ტომეი (ინგლ. Marisa Tomei; დ. 4 დეკემბერი 1964, ბრუკლინი, აშშ) — ამერიკელი თეატრისა და კინოს მსახიობი. მარისა ტომეი თავდაპირველად მონაწილეობას იღებდა სატელივიზიო სერიალებში, როგორებიცაა: „როგორ ბრუნავს სამყარო“, „განსხვავებული სამყარო“ და სხვ. კინოში სახელი გაითქვა როლით მონა ლიზა ვიტო, ფილმში „ჩემი ბიძაშვილი ვინი“. მნიშვნელოვანი იყო ასევე საკულტო კინოფილმი: „ბევერლი ჰილზის ჯურღმულები“.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარისა ტომეი იტალო-ამერიკელია,[1][2] დაიბადა ბრუკლინში, დედამისის ინგლისურის ენის მასწავლებლის პატრისია „ადისა“ და მამამისის – ადვოკატის გერი ტომეის ოჯახში.[3] ჰყავს უმცროსი ძმა ადამ ტომეი, რომელიც აგრეთვე მსახიობია. მარისა ტომეი აღზარდეს მამამისის მშობლებმა რიტა და რომეო ტომეიმ, რომლებიც მარისას ეკუთვნოდნენ როგორც ბებია და ბაბუა.[4] იგი გაიზარდა ბრუკლინის გარეუბან მიდვუდში.[5] 1982 წელს დაამთავრა ედვარდ მეროუს საშუალო სკოლა, ხოლო შემდეგ სწავლობდა ბოსტონის უნივერსიტეტში.[4]
კინოში მისი დებიუტი შედგა 1984 წელს ფილმში „ბიჭი ფლამენგოდან“, სადაც ხვდა წილად ეპიზოდური როლი. შემდეგ წლებში უმნიშვნელო როლებს იღებდა. კინოკრიტიკოსების მხრიდან ტომეიმ აღიარება მოიპოვა მას შემდეგ, რაც შეასრულა როლი ფილმში „ჩემი ბიძაშვილი ვინი“, სადაც კომედიური იერსახე განასახიერა.[6] ტომეიმ ფილმში ავტო მექანიკოსის – „მონა ლიზას“ – როლი შეასრულა. ამ ფილმში მარისა ტომეის, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის მიენიჭა ოსკარის პრემია. ცნობილი ამერიკელი კრიტიკოსი ვინსენტ კენდი წერდა: რომ, ტომეი გვაძლევს ყველა იმ საბაბს, რომ ჰქონდეს შესანიშნავი კომიკოსის იმიჯი.[7]
კომერციული თვალსაზრისით, მარისა ტომეის ყველაზე წარმატებული ფილმებია: „რა სურთ ქალებს“ (2000), „სიბრაზის მართვა“ (2003), „რეალური ხარები“ (2007).[8] კრიტიკოსების მხრიდან აღიარება მოიპოვა ტომეის ფილმებმა: „ვარსკვლავების მოწყვეტით“, „სანამ ეშმაკი გაიგებს, რომ მკვდარი ხარ“. მნიშვნელოვანი იყო ასევე ფილმები „საძინებელში“ და „„მოჭიდავე““.[9] ამ უკანასკნელ ორ ფილმში შესრულებული როლისთვის ტომეის სხვადასხვა ჯილდოები მიენიჭა.
ტომეიმ არსებითი სამუშაო გასწია თეატრში მუშაობითაც. ბროდვეის თეატრში აქვს შესრულებული როლები; ერთხანს თეატრში თამაში მოუწია ალ პაჩინოსთან და დაიან უესტთან.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990-იანი წლების დასაწყისში ტომეი ხვდებოდა რობერტ დაუნის, რომელთანაც ერთად რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა.[10] 1999 წელს ტომეი ხვდებოდა დანა ეშბრუკს,[10][11] ასევე ურთიერთობა ჰქონდა ფრენკ პაგლიზთან, რომელთანაც ერთად იგი გრინვიჩ-ვილიჯში ცხოვრობდა.[10][12] ამჟამად ურთიერთობაში იმყოფება ლოგან მარშალ-გრინთან (დ. 1976), რომელიც აგრეთვე მსახიობია.[13]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1984 | ფ | ბიჭი ფლამენგოდან | The Flamingo Kid | მენდი |
1984 | ფ | ტოქსიკური შურისმაძიებელი | The Toxic Avenger | კლუბის წევრი გოგონა |
1981 | ფ | თამაშის შენახვა | Playing for Keeps | ტრეისი |
1991 | ფ | ოსკარი | Oscar | ლიზა |
1991 | ფ | ზანდალი | Zandalee | რემი |
1992 | ფ | ჩემი ბიძაშვილი ვინი | My Cousin Vinny | მონა ლიზა |
1992 | ფ | ბუინობა | Equinox | როზი |
1992 | ფ | ჩაპლინი | Chaplin | მეიბლი |
1993 | ფ | ველური გული | Untamed Heart | ქეროლაინი |
1994 | ფ | მხოლოდ შენ | Only You | ფეითი |
1994 | ფ | გაზეთი | The Paper | მართა |
1995 | ფ | პერესის ოჯახში | The Perez Family | დორიტა |
1995 | ფ | ოთხი ოთახი | Four Rooms | მარგარეტი |
1996 | ფ | ვარსკვლავების მოწყვეტით | Unhook the Stars | მონიკა |
1997 | ფ | კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სარაიევოში | Welcome to Sarajevo | ნინა |
1998 | ფ | ბევერლი ჰილზის ჯურღმულები | Slums of Beverly Hills | რიტა |
1998 | ფ | ჩემი საკუთარი ქვეყანა | My Own Country | მეტი |
1998 | ფ | სად დადიოდი? | Since You've Been Gone | ტორი |
1998 | ფ | მხოლოდ სიყვარული | Only Love | ილვი |
2000 | ფ | ბედნიერი შემთხვევა | Happy Accidents | რუბი |
2000 | ფ | მოთვალთვალე | The Watcher | პოლი |
2000 | ფ | რა სურთ ქალებს | What Women Want | ლოლა |
2000 | ფ | ჯუნგლის მეფე | King of the Jungle | დეტექტივი კოსტელო |
2001 | ფ | საძინებელში | In the Bedroom | ნატალი |
2001 | ფ | ფლირტი მხეცთან | Someone Like You | ლიზი |
2001 | ფ | ჯენიფერი | Jenifer | ნინა |
2002 | ფ | თორნბერის ველური კინო | The Wild Thornberrys Movie | ბრი |
2002 | ფ | მხოლოდ კოცნა | Just a Kiss | პაულა |
2002 | ფ | გურუ | The Guru | ლექსი |
2003 | ფ | სიბრაზის მართვა | Anger Management | ლინდა |
2004 | ფ | რა სურთ მამაკაცებს | Alfie | ჯული |
2005 | ფ | საყვარელი ბიჭი | Loverboy | სიბილი |
2005 | ფ | ფაქტოტუმი | Factotum | ლაურა |
2006 | ფ | დანიკა | Danika | დანიკა |
2007 | ფ | გრეისი ჩვენთან აღარ არის | Grace Is Gone | ქალი აუზთან |
2007 | ფ | რეალური ხარები | Wild Hogs | მეგი |
2006 | ფ | სანამ ეშმაკი გაიგებს, რომ მკვდარი ხარ | Before the Devil Knows You're Dead | ჯინა |
2008 | ფ | კორპორაცია ომი | War, Inc. | ნატალი |
2008 | ფ | მოჭიდავე | The Wrestler | პემი |
2010 | ფ | საირუსი | Cyrus | მოლი |
2010 | ფ | თანაკლასელები | Grown Ups | მაყურებელი |
2011 | ფ | ლინკოლნი ადვოკატისთვის | The Lincoln Lawyer | მარგარეტი |
2011 | ფ | ეს–სულელური–სიყვარული | Crazy, Stupid, Love | კეტი |
2011 | ფ | ხსნის ბულვარი | Salvation Boulevard | ჰონი |
2011 | ფ | მარტის იდები | The Ides of March | იდა ჰოროვიცი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარისა ტომეი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- მარისა ტომეი — ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში
- მარისა ტომეი — Internet Off-Broadway Database დაარქივებული 2012-04-19 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Euvino, Gabrielle. The Complete Idiot's Guide to Italian History and Culture. Alpha Books, 2002. ISBN 0-02-864234-1.
- ↑ Film professor researches how female stardom links to American views on immigration and ethnicity დაარქივებული 2005-10-31 საიტზე Wayback Machine. . University of North Texas. October 25, 2001.
- ↑ Marisa Tomei Biography.. Tiscali.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-07. ციტირების თარიღი: 2011-02-04.
- ↑ 4.0 4.1 Maris Tomei Biography. Yahoo! Movies. Movies.yahoo.com (1964-12-04). ციტირების თარიღი: 2011-02-04.
- ↑ Collins, Glenn. "Actress's Challenge in Change of Pace and Diction", The New York Times, August 10, 1992. Retrieved October 23, 2007.
- ↑ The New York Times, 1992. New York Times (1992-03-22). ციტირების თარიღი: 2010-05-29.
- ↑ My Cousin Vinny (1992) Review. The New York Times. ციტირების თარიღი: 2011-06-02.
- ↑ Marisa Tomei Box. Boxofficemojo.com. ციტირების თარიღი: 2011-02-04.
- ↑ Rochlin, Margy (1997-02-02). „Vinny's Girlfriend, Climbing Back After Success“. New York Times. ციტირების თარიღი: 2008-10-18.
- ↑ 10.0 10.1 10.2 Marisa Tomei. Hollywood.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-29. ციტირების თარიღი: May 4, 5009.
- ↑ Marisa Tomei. Ask Men. ციტირების თარიღი: 2009-05-04.
- ↑ Marisa Tomei Biography. Tiscali.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-27. ციტირების თარიღი: 2009-05-04.
- ↑ Logan Marshall-Green and Marisa Tomei. In Style magazine (2010-06-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-25. ციტირების თარიღი: 2009-03-17.