მოჭიდავე (2008 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მოჭიდავე
ინგლ. The Wrestler
ჟანრი სპორტული
დრამა
რეჟისორი დარენ არონოფსკი
პროდიუსერი დარენ არონოფსკი
სკოტ ფრანკლინი
როლებში
კომპოზიტორი კლინტ მანსელი
მწარმოებელი კომპანია Wild Bunch, Protozoa Pictures
დისტრიბუტორი Fox Searchlight Pictures
გამოსვლის თარიღი 5 სექტემბერი, 2008 (ვენეცია)
17 დეკემბერი, 2008 (აშშ)
ხანგრძლივობა 109 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 6 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 44,7 მილიონი აშშ დოლარი

„მოჭიდავე“ (ინგლ. The Wrestler) — 2008 წლის ამერიკული სპორტული დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია დარენ არონოფსკი და სცენარის ავტორი რობერტ სიგელი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: მიკი რურკი, მარიზა ტომეი და ევან რეიჩელ ვუდი. წარმოება დაიწყო 2008 წლის იანვარში და Fox Searchlight Pictures– მა მოიპოვა ფილმის დისტრიბუციის უფლება აშშ-ის მასშტაბით;[1][2] იგი შეზღუდულად გამოვიდა 2008 წლის 17 დეკემბერს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით გამოვიდა 2009 წლის 23 იანვარს. იგი გამოვიდა DVD და Blu-ray-ის ფორმატებზე 2009 წლის 21 აპრილს, შეერთებულ შტატებში. იგი გაერთიანებულ სამეფოში გამოვიდა 2009 წლის 16 იანვარს.

რურკი ასრულებს მოხუცებული პროფესიონალი მოჭიდავის როლს, რომელიც, მიუხედავად ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოპულარობის დაქვეითებისა, აგრძელებს ჭიდაობას და ცდილობს მიაღწიოს წარმატებას 1980-იანი წლების პერიოდში. პერსონაჟი ასევე ცდილობს დაალაგოს ურთიერთობა ქალიშვილთან და დაუახლოვდეს ქალს, რომელიც სტრიპტიზიორად მუშაობს. [3]

ფილმმა კრიტიკოსებისგან მოწონება დაიმსახურა და ოქროს ლომის პრემია მოიპოვა ვენეციის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც შედგა მისი პრემიერა. კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა მას წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმი უწოდა, ხოლო Rotten Tomatoes- ზე კრიტიკოსთა 98% -მა ფილმს დადებითი შეფასება მისცა. ფილმის წარმატებამ გამოაცოცხლა მიკი რურკის კარიერა, რომელმაც მიიღო BAFTA ჯილდო, ოქროს გლობუსის პრემია, Independent Spirit Award და ოსკარის ნომინაციები საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის. ტომეიმ ასევე მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვანი როლისთვის.

სამსახიობო ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიკი რურკი - რობინ რამზინსკი / რენდი რობინსონი
  • მარიზა ტომეი - პამი / კასიდი
  • ევან რეიჩელ ვუდი - სტეფანია რამზინსკი
  • მარკ მარგოლისი - ლენი
  • ტოდ ბარი - უეინი
  • იუდა ფრიდლანდერი - სკოტი
    მიკი რურკის ამ როლის საშუალებით, საზოგადოებას ხელმეორედ დააინტერესდა რურკი
  • ერნესტ მილერი - ბობი / „აიათოლა"
  • აჯაი ნაიდუ - მედიჩი
  • ვას სტივენსი - ნიკი
  • ჯონ დ'ლეო - ადამი
  • გრეგ ბელო - ლერი
  • არმინ ამირი - დოქტორი მოაედიზადე

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოჭიდავე დაწერა რობერტ დ. სიგელმა, „ხახვის“ ავტორმა. მისი წარმოება დარენ არონოფსკის „Protozoa Pictures“-ის მეშვეობით დაიწყო. 2007 წლის ოქტომბერში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ნიკოლას კეიჯთან, რენდის როლზე.[4] ამავე თვეს კეიჯმა უარი განაცხადა როლის შესრულებაზე და რენდის როლზე მიკი რურკი დამტკიცდა. არონოფსკის თქმით, კეიჯმა ფილმიდან იმიტომ დატოვა, რომ არონოფსკის სურდა რურკს შეესრულებინა მთავარი პერსონაჟის როლი. არონოფსკიმ თქვა, რომ კეიჯი იყო „ჩამოყალიბებული ჯენტლმენი და მან მარტივად გამიგო, რადგან როლზე მიკის მოვიაზრებდი. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკ კეიჯს, როგორც მსახიობს, და ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად შეეძლო ჩემთან მუშაობდა, მაგრამ, იცით, ნიკი ძალიან უჭერდა მხარს მიკის და მასთან დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა და როლის დათმობით იგი მიკის შესაძლებლობის მოპოვებაში დაეხმარა.“[5]

ჭიდაობის ლეგენდა ჰალკ ჰოგანმა 2012 წელს ჰოვარდ სტერნის შოუში განაცხადა, რომ მას ასევე შესთავაზეს რენდი რობინსონის როლი. ჰოგანი ირწმუნება, რომ მან უარი თქვა ამ როლზე, რადგან იგრძნო, რომ ის არ იყო მზად შესაფერისი ადამიანი პერსონაჟის გამოსახატავად. [6] არონოფსკმა საპირისპირო რამ დაწერა ჰოგანის შესახებ Twitter– ის პირად გვერდზე და აღნიშნა, რომ „... მოჭიდავის როლი ყოველთვის იყო რურკის, და არსდროს ყოფილა ჰალკ ჰოგანის.“ [7]

დაახლოებით 40-დღიანი გადაღებები დაიწყო 2008 წლის იანვარში,[8] გადაღებები მიმდინარეობდა ნიუ-ჯერსიში, ელიზაბეტში, ჰასბრუკის მაღლობებში, გარფილდში, ასბურის პარკში, ლინდენში, რაჰუეიში, როზელ პარკში, დოვერში, სუპერმარკეტ ბეიონში, სადაც რურკი მუშაობდა და სცენებში ნამდვილი მომხმარებელი იღებდა მონაწილეობას[9] და ნიუ-იორკში.[10] ზოგიერთი სცენა ასევე გადაიღეს ფილადელფიის არენაზე.[11] გადაღებები მარტში დასრულდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fox Searchlight Wins The Wrestler | /Film დაარქივებული October 13, 2008, საიტზე Wayback Machine. . Slashfilm.com (2008-09-08). Retrieved on 2010-11-21.
  2. REMSTAR MEDIA PARTNERS | Remstar Media Partners acquires canadian distribution rights for the movie "The Wrestler" დაარქივებული September 14, 2008, საიტზე Wayback Machine. . Newswire.ca. Retrieved on 2010-11-21.
  3. Skorin-Kapov, Jadranka (2015), "Darren Aronofsky's Films and the Fragility of Hope, " Bloomsbury Academic, ISBN 978-1501306976
  4. Gregg Goldstein (2007-10-12). „Cage makes some moves on 'Wrestler'. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-13. ციტირების თარიღი: 2008-01-08.
  5. Peter Sciretta (ოქტომბერი 9, 2008). „Interview: Darren Aronofsky“. slashfilm.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 30, 2012. ციტირების თარიღი: სექტემბერი 24, 2008.
  6. Lussier, Germain. Hulk Hogan Wants In 'Expendables 3,' Reportedly Lies About Being Cast In 'The Wrestler'. ციტირების თარიღი: 11 January 2015.
  7. Paglino, Nick. Director of "The Wrestler" Shoots Down Hogan's Claim That He Was Offered the Lead Role in the Film. ციტირების თარიღი: 11 January 2015.
  8. Michael Fleming (2007-11-10). „Mickey Rourke wires 'Wrestler'. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 3, 2009. ციტირების თარიღი: 2008-01-08.
  9. "'The Wrestler' Director Darren Aronofsky" downloaded interview/no transcript დაარქივებული April 27, 2009, საიტზე Wayback Machine. "TIFF Interview" by James Rocchi, Cinematical.com, 9 September 2008. Retrieved 1-26-09.
  10. Siegel, Tatiana (2008-02-11). „Tomei joins Aronofsky's 'Wrestler'. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 6, 2009. ციტირების თარიღი: 2008-02-12.
  11. There Will Be Blood ... and Weed Whackers. :: Naked City :: Article :: Philadelphia City Paper დაარქივებული February 17, 2008, საიტზე Wayback Machine. . Citypaper.net. Retrieved on 2010-11-21.