მალხაზ ხარბედია
მალხაზ ხარბედია (დ. 27 ოქტომბერი, 1974) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, „ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი, ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ და „არილის“ მთავარი რედაქტორი, გაზეთ „მარანი-Weekend“-ის მთავარი რედაქტორი. Wine & Spirit Education Trust-ის მე-3 დონის სერტიფიცირებული ღვინის პროფესიონალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1974 წლის 27 ოქტომბერს ქ. თბილისში. 1998 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, კლასიკური ენების განხრით. 1994 წელს მუშაობა დაიწყო გაზეთ „კავკასიონში“, 1996 წლის იანვრიდან კი „არილის“ თანამშრომელი გახდა, მას შემდეგ, რაც გაზეთი 8 გვერდიან ყოველკვირეულ ჩანართად იქცა „კავკასიონში“. 1996 წლიდან გახდა „არილის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, შემდეგ კი მთავარი რედაქტორი. 1998 წელს იყო „საქართველოს გაზეთის“ ლიტერატურული ჩანართის რედაქტორი. 2001–2012 წლებში იყო ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2002–2006 წლებში გაზეთ „24 საათის“ კულტურის განყოფილების რედაქტორი, ასევე დამატებების, „ლიტერატურის“ და „წიგნების“ მთავარი რედაქტორი. 2006 წლიდან 2014 წლამდე იყო ყოველკვირეული გაზეთის, „მარანის“ მთავარი რედაქტორი (გაზეთ „Weekend-ის“ დამატება).
2007 წლის სექტემბერში შექმნა ყოველდღიურად განახლებადი ქართულენოვანი ბლოგი ღვინისა და გემოვნების შესახებ vinoge.com. 2007–2011 წლებში იყო „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადის“ მთავარი რედაქტორი. 2009–2013 წლებში იყო რადიო „თავისუფლების“ ბლოგერი, გადაცემა „ბიბლიოთეკის“ წამყვანი. 2009 წლის ზაფხულში თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა „ღვინის კლუბი“. 2011–2012 წლებში მიჰყავდა ჯერ ყოველთვიური, შემდეგ კი ყოველკვირეული ღვინის რუბრიკა ჟურნალ „ტაბულაში“. 2012 წლის სექტემბრიდან 2013 წლის მარტამდე იყო გადაცემა „ღვინის გზამკვლევის“ ავტორი და წამყვანი რადიო „ცხელი შოკოლადში“. 2013 წლის აპრილიდან 2014 წლამდე იყო ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ მთავარი რედაქტორი.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართულად
- 2002 – „ქართულად ნათარგმანები: თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა, 1987/2001“ (რედაქტორ-შემდგენელი), გამომცემლობა „არილი“.
- 2004 – „თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგია – 1990–2004“ (შემდგენელი), გამომცემლობა LINK.
- 2006 – „პირადი ბიბლიოთეკა“, გამომცემლობა „არეტე“
- 2008 – „ყველა დროის 20 საუკეთესო ქართული მოთხრობა“ (თანაშემდგენელი), ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
- 2010 – ქართული ღვინისა და კერძის შეხამება, ღვინის კლუბი.
- 2011 – „ქართული ღვინის გზამკვლევი – 2012“, გამომცემლობა „ცხელი შოკოლადი“.
- 2012 – „ქართული ღვინის გზამკვლევი – 2013“, გამომცემლობა „ცხელი შოკოლადი“.
- 2014 – „ქართული ღვინის გზამკვლევი – 2014“, გამომცემლობა „ცხელი შოკოლადი“.
- 2016 – „ქართული ღვინის გზამკვლევი – 2016“, გამომცემლობა „ცხელი შოკოლადი“.
- 2018 – „ქართული ღვინის გზამკვლევი – 2018“, გამომცემლობა „ცხელი შოკოლადი“.
- 2013 – „მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან“, გამომცემლობა „დიოგენე“.
- 2014 – „ტექსტი და სიმართლე“ – კრიტიკა, ლიტერატურის პოლიტიკა, დაკვირვებები, გამომცემლობა „აზრი“.
- 2014 – „ღვინის დაგემოვნება – პრაქტიკული კურსი“ (საერთო რედაქცია და თავები საქართველოს შესახებ). „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
- 2016 – „დიდი ენციკლოპედია – ღვინო“ (საერთო რედაქცია და თავები საქართველოს შესახებ). „პალიტრა L“.
- 2021 – „თხრობა და განკურნება — ესეები ლიტერატურულ პანდემიებზე“, გამომცემლობა „არილი“.
- 2021 – „წიგნის ნადიმები — ესეები ლიტერატურულ გასტრონომიაზე“, გამომცემლობა „ვაზი“.
- 2021 – „მცირე მარნის მეგზური - ვენახი, ღვინო, ტურიზმი“, რედაქტორ-შემდგენელი, ღვინის კლუბის ბიბლიოთეკა.
- 2023 – „შეთხზული "მე" - მწერალი და ავტობიოგრაფია“, გამომცემლობა პალიტრა L.
- 2023 - „ვაზი და ღვინო გურიასა და სამეგრელოში - ისტორია, ტურიზმი, დეგუსტაცია“, რედაქტორ-შემდგენელი, ღვინის კლუბის ბიბლიოთეკა.
- ინგლისურად
- 2010 – „Georgia – Cradle of Wine“
- 2011 – „Georgian Wine Guide – 2012“
- 2012 – „Georgian Wine Guide – 2013“
- 2014 – „Georgian Wine Guide – 2014“
- 2016 – „Georgian Wine Guide – 2016“
- 2018 – „Georgian Wine Guide – 2018“
- 2023 – „Georgian Wine Guide – 2024-2025“
- გერმანულად
- 2020 — „georgische Weinführer – 2020“
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2007 — „საბა“ ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა კრებულისთვის „პირადი ბიბლიოთეკა“.
- 2015 — „საბა“ ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა წიგნისთვის „ტექსტი და სიმართლე – კრიტიკა, ლიტერატურის პოლიტიკა, დაკვირვებები“.
- 2021 — „საბა“ ჟურნალ „არილს“, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მალხაზ ხარბედიას პუბლიკაციები რადიო თავისუფლების საიტზე
- სტატიები ჟურნალ „ლიბერალში“ დაარქივებული 2022-12-03 საიტზე Wayback Machine.
- ესსეები lib.ge-ზე დაარქივებული 2010-11-25 საიტზე Wayback Machine.
- „ცხელი შოკოლადის“ გამოშვებები ივერიელის ბიბლიოთეკაში
- „არილი“
- მალხაზ ხარბედია Facebook-ზე