მაკაკი
იერსახე
მაკაკი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მაგოტი | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Macacus | |||||||||||||
|
მაკაკი (Macacus) — ცხვირვიწრო მაიმუნების გვარი ანთრისებრთა ოჯახისა. აქვთ საჯდომი კორძები. მათი სხეულის სიგრძე 34-65 სმ, კუდი — 5-70 სმ, მასა 3,5-18 კგ აღწევს. ცნობილია 12 სახეობა, რომელთაგან მაგოტი გვხვდება გიბრალტარზე, მაროკოში, ალჟირსა და ტუნისში, ხოლო დანარჩენი — სამხრეთ აზიაში. ბინადრობენ მიწაზე ან ხეებზე. იკვებებიან მცენარეთა ნაყოფით, ზოგი ჭამს კიბოებს, მოლუსკებს, მწერებს. ცხოვრობენ ჯოგებად შობენ თითო ნაშიერს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 368.