შინაარსზე გადასვლა

ლუიზა უინძორი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლედი ლუიზა უინძორი
დაბადების თარიღი 8 ნოემბერი, 2003 (2003-11-08) (20 წლის)
მშობლები მამა: ედუარდი (უესექსის ერლი)
დედა: სოფი უესექსელი
ნათესავები ჯორჯი (პრინცი), შარლოტა (პრინცესა), ლუისი (პრინცი)

ლედი ლუიზა უინძორი (ინგლ. Lady Louise Alice Elizabeth Mary Mountbatten-Windsor; დ. 8 ნოემბერი, 2003) — ედინბურგის ჰერცოგ ედუარდისა და ედინბურგის ჰერცოგინია სოფიას პირველი შვილი. დედოფალ ელისაბედ II-ის მეშვიდე შვილიშვილი და ჩარლზ III-ის ძმისშვილი

ლედი ლუიზა უინძორი დაიბადა თვალის ატროფიით, რის გამოც მას მრავალი ოპერაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რამაც შედეგი გამოიღო და მას დაზიანება თითქმის აღარ ემჩნევა.

ლედი ლუიზა დაინტერესებულია ცხენებითა და ცხენზე ჯირითით, ისევე, როგორც იყვნენ მისი ბებია და ბაბუა ელისაბედ II და პრინცი ფილიპი.

ბრიტანული პრესა ლედი ლუიზას ხშირად ადარებს მის დიდ-დიდ ბებია დედოფალ მერის, რომელთანაც გარეგნული მსგავსება მართლაც აშკარაა.

2022 წლის სექტემბერში ლედი ლუიზა ელისაბედ II-ის დაკრძალვაზე საპატიო ყარაულში იდგა.

2023 წლის 10 მარტს ლედი ლუიზას მშობლები ჩარლზ III-ის გადაწყვეტილებით ედინბურგის ჰერცოგი და ჰერცოგინია გახდნენ, მისი ძმა ჯეიმზი კი უესექსის გრაფი.

2023 წლის 6 მაისს ლედი ლუიზა უინძორი ესწრებოდა ბიძამისის, ჩარლზ III-ის კორონაციას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუიზა_უინძორი“-დან