ლეონიდ ლეიბენზონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეონიდ ლეიბენზონი
დაბ. თარიღი 14 (26) ივნისი, 1879[1]
დაბ. ადგილი ხარკივი[1]
გარდ. თარიღი 15 მარტი, 1951(1951-03-15)[1] (71 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[1]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა გეოფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და მათემატიკოსი
მუშაობის ადგილი მოსკოვის სამთო აკადემია, მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი, დერპტის უნივერსიტეტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Gubkin University და ცაგი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, Imperial Moscow Technical School და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[2]
განთქმული მოსწავლეები Vsevolod Sergeevich I︠A︡blonskiĭ, Q12172556?, Q21182932?, Q4513602? და Semyon Targ
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
შვილ(ებ)ი Q18202946?
ჯილდოები სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, მოსკოვის 800 წლისთავის მედალი და ლენინის ორდენი

ლეონიდ ლეიბენზონი (დ. 1879, ხარკივი — გ. 1951, მოსკოვი) — მეცნიერი მექანიკისა და ნავთობის მოპოვების დარგში. სსრკ აკადემიის აკადემიკოსი (1943).

1901 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1920 წლის 15 ოქტომბერს გამართულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა საკითხი პროფესორ ლეიბზონის თეორიული ფიზიკის კათედრის მეორე პროფესორად არჩევის შესახებ, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებით, დადგენილების მიღებამდე აუცილებელი იყო, ფაკულტეტს საბჭოსათვის მიემართა კათედრაზე მეორე პროფესორის ადგილის შემოღების შესახებ. ამავე წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე კი პროფესორი ლეიბზონი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე პროფესორად ფიზიკის კათედრაზე. 1921 აირჩიეს ბაქოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორად. 1922 იგი უბრუნდება მოსკოვის უნივერსიტეტს, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა. 1925 მისი ინციატივით მოსკოვში ჩამოყალიბდა სსრკ პირველი ნავთობსარეწი ლაბორატორია. 1934-1936 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ლეიბენზონის ერთ-ერთი ძირითადი ნაშრომია „დრეკადობის თეორიის ამოცანათა გადაწყვეტის ვარიაციული მეთოდები“ (1943). იგი ფუძემდებელია მიწისქვეშა ჰიდრავლიკისა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ნავთობის საბადოთა დამუშავების მეცნიერული საფუძვლების შექმნაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლილუაშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 240.
  • ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები, 1917-1926“, თბ., 2006

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Лейбензон Леонид Самуилович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Mathematics Genealogy Project — 1997.