ლეონიდ ლეიბენზონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლეონიდ ლეიბენზონი
დაბ. თარიღი 26 ივნისი (8 ივლისი) 1879
დაბ. ადგილი ხარკოვი, რუსეთის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 15 მარტი 1951(1951-03-15)[1] (71 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[1]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
სამეცნიერო სფერო მექანიკა
მუშაობის ადგილი მოსკოვის სამთო აკადემია
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
განთქმული მოსწავლეები Q15060815?
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერების დოქტორი და ტექნიკური მეცნიერებების დოქტორი
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“

ლეონიდ ლეიბენზონი (დ. 1879, ხარკოვი — გ. 1951, მოსკოვი) — მეცნიერი მექანიკისა და ნავთობის მოპოვების დარგში. სსრკ აკადემიის აკადემიკოსი (1943).

1901 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1920 წლის 15 ოქტომბერს გამართულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა საკითხი პროფესორ ლეიბზონის თეორიული ფიზიკის კათედრის მეორე პროფესორად არჩევის შესახებ, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებით, დადგენილების მიღებამდე აუცილებელი იყო, ფაკულტეტს საბჭოსათვის მიემართა კათედრაზე მეორე პროფესორის ადგილის შემოღების შესახებ. ამავე წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე კი პროფესორი ლეიბზონი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე პროფესორად ფიზიკის კათედრაზე. 1921 აირჩიეს ბაქოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორად. 1922 იგი უბრუნდება მოსკოვის უნივერსიტეტს, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა. 1925 მისი ინციატივით მოსკოვში ჩამოყალიბდა სსრკ პირველი ნავთობსარეწი ლაბორატორია. 1934-1936 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ლეიბენზონის ერთ-ერთი ძირითადი ნაშრომია „დრეკადობის თეორიის ამოცანათა გადაწყვეტის ვარიაციული მეთოდები“ (1943). იგი ფუძემდებელია მიწისქვეშა ჰიდრავლიკისა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ნავთობის საბადოთა დამუშავების მეცნიერული საფუძვლების შექმნაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლილუაშვილი მ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 240, თბ., 2018 წელი.
  • ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები, 1917-1926“, თბ., 2006

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Лейбензон Леонид Самуилович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.], [30 cilddə] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.