ლგბტ უფლებები მალაიზიაში
ლგბტ უფლებები მალაიზიაში — მალაიზიაში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) პირები ისეთ იურიდიულ გამოწვევებს განიცდიან, რომლებსაც არ განიცდიან ჰეტეროსექსუალი მაცხოვრებლები. სოდომია დანაშაულად მიიჩნევა ქვეყანაში, მკაცრად დაცულია კანონები, ხოლო სოციალურ დამოკიდებულებას ლგბტ საზოგადოების მიმართ ისლამი, მალაიზიის ოფიციალურ სახელმწიფო რელიგია, აყალიბებს. კანონის დარღვევა ისჯება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ხელისუფლება დააპატიმრებულს სჯის ფიზიკურად.
Human Rights Watch აცხადებს, რომ „მალაიზიაში გავრცელებულია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების დისკრიმინაცია“. [1]
ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტების კანონიერება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალაიზია ინარჩუნებს კოლონიური ეპოქის სისხლის სამართლის აკრძალვას სოდომიის (აგრეთვე ორალური სექსის ) შესახებ, რომელიც ზოგადად განსაზღვრულია და მოიცავს ჰეტეროსექსუალურ და ჰომოსექსუალურ ქმედებებს, რომლებიც შესაძლოა დაისაჯოს ჯარიმებით, თავისუფლების აღკვეთით ოც წლამდე და გამათრახებით. სისხლის სამართლის კოდექსის ქვეპუნქტი ასევე ითვალისწინებს დამატებით სასჯელს მამაკაცებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან „სხვა მამაკაცთან უხამს ქმედებაში“. [2] საერო კანონის გარდა, მუსლიმ მოქალაქეებს ბრალი შეიძლება წაუყენონ სპეციალურ ისლამურ სასამართლოებშიც. [3]
გარკვეული საჯარო დისკუსია გაიმართა კანონის რეფორმირების შესახებ, რათა გათავისუფლებულიყო სასჯელისგან პირადი, არაკომერციული სექსუალური ქმედებები და სექსუალური კავშირი თანხმობის საფუძველზე მოზარდებს შორის. მსხვილი ოპოზიციური პარტიის ზოგიერთმა წევრმა გამოხატა მხარდაჭერა ასეთი რეფორმისადმი, მაგრამ ეს არ არის პარტიის ოფიციალური პოზიცია. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ან პარლამენტის წევრს ოფიციალურად არ შეუთავაზებია ასეთი რეფორმა. [3]
1994 წელს მთავრობამ აუკრძალა ყველას, ვინც არის ჰომოსექსუალი, ბისექსუალი ან ტრანსსექსუალი, გამოჩენა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიაში. [4]
1995 წელს, სელანგორის შტატის რელიგიურ საქმეთა მინისტრმა შეაქო ისლამური ჯგუფები, რომლებმაც 1994 წელს ორგანიზება გაუწიეს 7000 ადამიანის დაპატიმრებას, რადგან ისინი მონაწილეობდნენ „არაისლამურ“ საქმიანობაში, კერძოდ, ჰომოსექსუალიზმში. [4]
2005 წელს, მალაიზიის სამეფო საზღვაო ძალების (RMN) ხელმძღვანელმა მოჰდ ანვარ მოდ ნორმა განაცხადა, რომ საზღვაო ძალებში არასოდეს მიიღებენ დასაქმებულად ჰომოსექსუალებს. [5]
2010 წელს მალაიზიის კინემატოგრაფიის საბჭომ გამოაცხადა, რომ ჰომოსექსუალური პერსონაჟების გამოჩენას დაუშვებდნენ იმ შემთხვევაში თუ ეს პერსონაჟები „მოინანიებდნენ“ ან მოკვდებოდნენ. [6] [7]
2017 წლის მაისში, ისლამისტების ზეწოლის გამო, ტეილორის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ლგბტ პრაიდის მსვლელობა გაუქმდა. ღონისძიება დაგმეს პრო-ისლამურმა ბლოგებმა, რადგან ეს იყო უპატივცემულო საქციელი ისლამური წმინდა თვის რამადანში .
2018 წლის სექტემბერში ორი მსჯავრდებული ქალი დასაჯეს ლესბოსური ურთიერთობის გამო და გაამათრახეს ისინი, აგრეთვე დააკისრეს ფულადი ჯარიმა. პრემიერმინისტრმა, მაჰათირ მოჰამადმა, დაგმო სასჯელი და თქვა, რომ ეს „არ ასახავდა ისლამის სამართლიანობას ან თანაგრძნობას“. [8]
2019 წლის მაისში, კუალა-ლუმპურში გეი-ბარი დაარბიეს პოლიციამ და რელიგიურმა აღმასრულებლებმა, ხოლო ტრანსგენდერი ქალი თავდამსხმელებმა სცემეს დედაქალაქ კუალა-ლუმპურთან ახლოს, სერემბანში. ისლამურ საქმეთა მინისტრი განიცდიდა აქტივისტებისა და მმართველი პარტიის სხვა დეპუტატების კრიტიკას, მას შემდეგ, რაც მან ბრძანა ორი ლგბტ აქტივისტის პორტრეტების ამოღება სამხატვრო გამოფენიდან.
აივ / შიდსის საკითხები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლგბტ ადამიანებისთვისაა პრობლემა საზოგადოებრივი ჯანდაცვით სარგებლობა.
შიდსის პირველი ოფიციალური შემთხვევა ერში 1985 წელს გამოჩნდა. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ აივ ინფიცირებული მალაიზიელების რიცხვი შესაძლოა 2015 წლისთვის 300,000-მდე იყო. [9]
2006 წელს მთავრობამ წამოიწყო ახალი ყოვლისმომცველი საზოგადოებრივი კამპანია, რომელიც მოიცავს თერაპიისა და ნემსის გაცვლის პროგრამებს ნარკომანისთვის და უფასო მედიკამენტებს, რომლებსაც სახელმწიფო კლინიკებში იღებენ. [9] ამასთან, 2007 წელს მალაიზიის ჯანდაცვის სამინისტროს აეკრძალა პრეზერვატივის გამოყენების ადვოკატირება დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად იმის გამო, რომ ასეთი კამპანია გაიგივდებოდა კანონიერი ქორწინების გარეშე სექსუალური ქცევის წახალისებად მთავრობის მხრიდან. [10]
შემაჯამებელი ცხრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობა ლეგალურია | (სასჯელი: 20 წლამდე პატიმრობა, წამება, გამათრახება) |
სექსუალური ცხოვრების დაწყების ასაკი | |
ანტიდისკრიმინაციული კანონები მხოლოდ დასაქმების დროს | |
ანტიდისკრიმინაციული კანონები საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში | |
ანტიდისკრიმინაციული კანონები ყველა სხვა სფეროში (მათ შორის, არაპირდაპირი დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა) | |
ერთნაირსქესიანთა ქორწინება | |
ერთნაირსქესიანი წყვილების აღიარება | |
შვილად აყვანა ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ | |
ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ ერთობლივად შვილის აყვანა | |
ლგბტ ადამიანებს სამხედრო სამსახურში ღიად მსახურობის უფლება აქვთ | |
სქესის შეცვლის იურიდიული უფლება (კანონით შეუძლებელია, ქროსდრესინგი აკრძალულია) | |
ლესბოსელების IVF-ზე წვდომა | |
კომერციული სუროგაცია გეი მამაკაცი წყვილებისთვის | |
მსმ-ებს სისხლის დონაციის უფლება აქვთ |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ World Report 2015 - Malaysia. Human Rights Watch.
- ↑ Sodomylaws.Org. Sodomylaws.Org. ციტირების თარიღი: 8 February 2012.
- ↑ 3.0 3.1 Rethinking Malaysia's sodomy laws. The Malaysian Bar (26 July 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 8 February 2012. შეცდომა ციტირებაში Invalid
<ref>
tag; name "malaysianbar1" defined multiple times with different content; $2 - ↑ 4.0 4.1 Malaysian Trans People Leap Forward With The First Political Appointee and The "My Trans Ally" Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-22. ციტირების თარიღი: 2020-11-28. შეცდომა ციტირებაში Invalid
<ref>
tag; name "planettrans" defined multiple times with different content; $2 - ↑ Sodomylaws.Org. ციტირების თარიღი: 8 February 2012
- ↑ Bolcer, Julie. (22 March 2010) Malaysia: Gay Characters OK, If They Go Straight | Entertainment News. The Advocate. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 March 2010. ციტირების თარიღი: 8 February 2012.
- ↑ Razak, Iskhandar. (5 July 2015) Transgender Malaysians targeted as religious authorities' influence grows, LGBTI community says. Australian Broadcasting Commission. ციტირების თარიღი: 15 March 2017.
- ↑ Barnes, Tom. (2018-09-03) Women caned in Malaysia for attempting to have lesbian sex en. ციტირების თარიღი: 2020-01-02
- ↑ 9.0 9.1 HIV infections in Malaysia could surge to 300,000 by 2015, official warns. International Herald Tribune (29 March 2009). ციტირების თარიღი: 8 February 2012.
- ↑ HIV/AIDS | Malaysia Health Ministry Cannot Promote Condom Use To Prevent Spread of HIV, Official Says –. Globalhealthreporting.org. ციტირების თარიღი: 8 February 2012.