შინაარსზე გადასვლა

ლა-შო-დე-ფონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ლა-შო-დე-ფონი
La Chaux-de-Fonds
დროშა გერბი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
კოორდინატები 47°06′08″ ჩ. გ. 06°49′05″ ა. გ. / 47.10222° ჩ. გ. 6.81806° ა. გ. / 47.10222; 6.81806
მაიორი Théo Huguenin-Elie
ფართობი 55.6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1 000
ოფიციალური ენა ფრანგული ენა
მოსახლეობა 37 413 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 672 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 032
საფოსტო ინდექსი 2300
საავტომობილო კოდი NE
ოფიციალური საიტი chaux-de-fonds.ch
ლა-შო-დე-ფონი — შვეიცარია
ლა-შო-დე-ფონი

ლა-შო-დე-ფონი (ფრანგ. La Chaux-de-Fonds) — ქალაქი შვეიცარიაში, ნევშატელის კანტონში, ლა-შო-დე-ფონის რაიონის დედაქალაქი. 2009 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 37 413 ადამიანს შეადგენს.

მდებარეობს იურას მთებში, ზღვის დონიდან 1 000 მეტრზე, საფრანგეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში. ჟენევისა და ლოზანის შემდეგ, წარმოადგენს შვეიცარიის ფრანგულენოვანი ნაწილის სიდიდით მესამე ქალაქს.

მესაათეობის ქალაქები — ლა-შო-დე-ფონი და ლე-ლოკლი მათი განსაკუთრებით უნივერსალური ღირებულების გამო, 2009 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ორივე აგლომერაცია წარმოადგენს მონო-ინდუსტრიული წარმოების ქალაქებს, რომლებიც დღესაც საუკეთესოდაა შემონახული. კარლ მარქსმა თავის „კაპიტალში" ლა-შო-დე-ფონი აღწერა როგორც „უზარმაზარი საფაბრიკო ქალაქი", როდესაც ის აანალიზებდა შრომის დანაწილებას იურას რეგიონის მესაათეობის ინდუსტრიას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1302
ინგლ.რუს.ფრ.