წმინდა იოანეს ბენედიქტელთა მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიუსტაირის წმინდა იოანეს ბენედიქტელთა მონასტერი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 46°37′45″ ჩ. გ. 10°26′52″ ა. გ. / 46.62917° ჩ. გ. 10.44778° ა. გ. / 46.62917; 10.44778
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1983  (მე-7 სესია)
ნომერი 269
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 269
ინგლ.რუს.ფრ.

წმინდა იოანეს ბენედიქტელთა მონასტერიბენედიქტელთა უძველესი მონასტერი შვეიცარიის ვალ-მიუსტაირის მუნიციპალიტეტის სოფელ მიუსტაირში. მისი საუკეთესოდ შემონახული კაროლინგების პერიოდის ხელოვნების გამო, 1983 წელს ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

მიჩნეულია, რომ სააბატო 780 წელს ეპისკოპოსმა კურმა დააარსა,[1] შესაძლოა კარლოს დიდის ბრძანებით. აშენდა იმ მშენებლობის ტალღის პერიოდში, რომელიც ახლოს მდებარე სხვა მონასტრებსაც მოიცავდა. სააბატო მდებარეობდა ალპებიდან იტალიაში გადასასვლელ გზასთან, შესაბამისად ის გამაგრებული იყო, რათა ეს გასასვლელი ეკონტროლებინა. არსებობის ადრეულ წლებში, IX საუკუნის განმავლობაში, ეკლესიის კედლები ფრესკებით შეიმკო. XI-XII საუკუნეებში, მას დაემატა ახალი ფრესკები. ეს ნახატები მოგვიანებით დაიკარგა, მაგრამ XX საუკუნეში რამდენიმე მათგანი კვლავ აღმოჩენილ იქნა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]