კოროგო
ქალაქი | |
---|---|
კოროგო ფრანგ. Korhogo | |
ქვეყანა | კოტ-დ’ივუარი |
ოლქი | სავანების ოლქი |
კოორდინატები | 9°27′00″ ჩ. გ. 5°37′00″ დ. გ. / 9.45000° ჩ. გ. 5.61667° დ. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 426 მ |
მოსახლეობა | 243 048 კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+0 |
კოროგო (ფრანგ. Korhogo) — ქალაქი კოტ-დ’ივუარის ჩრდილოეთში. იგი ასევე სავანების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია.
გეოგრაფიული მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი მდებარეობს ოლქის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე თეთრი ბანდამის დასავლეთით, ქვეყნის დედაქალაქ იამუსუკროდან დაახლოებით 295 კმ მანძილზე ჩრდილოეთით. აბსოლუტური სიმაღლეა — ზღვის დონიდან 426 მეტრი[1].
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1998 წლის აღწერის მონაცემების შედეგად ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 142 039 ადამიანს,[2] ხოლო 2014 წლის აღწერის მონაცემებით 243 048 ადამიანს.[3][4] ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების :
1975 | 1988 | 1998 | 2014 |
---|---|---|---|
45 250 | 109 655 | 142 039 | 243 048 |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა. კოროგოს შემოგარენში მოჰყავთ იამსი, არაქისი, სიმინდი, ბრინჯი, ასევე ბამბა, რომლებიც ქალაქის ექსპორტის ძირითადი პროდუქტებია.
კოროგოში და მის შემოგარენ დასახლებულ პუნქტებში განვითარებულია ხალხური კუსტარული ხელსაქმეობა. ადგილობრივი ოსტატები ამზადებენ ხის ნიღბებს, ლითონის ნაკეთობებს, წნავენ კალათებს.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქიდან 5 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს კოროგოს აეროპორტი[1].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Korhogo, Cote D'Ivoire (Ivory Coast) Page. Fallingrain Global Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-19. ციტირების თარიღი: 2012-12-18.
- ↑ Korhogo. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-19. ციტირების თარიღი: 2012-12-18.
- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (citypopulation)
- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (Recensement Général de la Population et de l’Habitat)