კოლ თორა
იერსახე
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
კოლ თორა (ებრ. קול תורה „ხმა თორა“) — ლიტვური მიმდინარეობის ულტრაორთოდოქსული იეშივა (ებრაელთა რელიგიური სკოლა) იერუსალიმში. დაარსდა 1939 წელს ფრანკფურტის სასულიერო სასამართლოს ყოფილი უფროსის, იეხიელ შლეზინგერისა და ფულდის იეშივის ხელმძღვანელის და აგრეთვე სასულიერო სასამართლოს უფროსის, რაბინ ბარუხ კუნშტადტის მიერ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იეშივა დაარსდა „ბროლის ღამის“ ტრაგედიის შემდეგ იმ მიზნით, რომ გერმანიიდან დევნილი ებრაელებისთვის თორასა და თალმუდის შესახებ ესწავლებინათ. რაბინ შლეზინგერის სიკვდილის შემდეგ, 1949 წელს მოიწვიეს რაბინი შლომო ზალმან ოიერბახი, რომელიც გარდაცვალებამდე (1995) იეშივის სათავეში იდგა.
2010 წლისთვის იეშივის უფროსია ვაჟი მისი დამფუძნებლისა, რაბინი მოშე იეჰუდა შლეზინგერი. „კოლ თორას“ ჰყავს 1000 სტუდენტი.
ცნობილი კურსდამთავრებულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რაბინი ისრაელ მეირ ლაუ, ისრაელის მთავარი რაბინი.
- ური მაქლევი. ქნესეთის წევრი
- რაბინი ავრაამ ცვი მარგალითი. ქარმიელის რაბინი
- რაბინი დავიდ აბუხაცირა. იავნეს რაბინი
- ისააკ გაგულაშვილი ქნესეთის ყოფილი წევრი . დაიბადა საქართველოში.