კლერ ვილჰელმი
კლერ ვილჰელმი | |
---|---|
ფრანგ. Claire Wilhelm | |
დაბ. თარიღი | 1975[1] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | მკვლევარი[2] [3] და ფიზიკოსი |
მუშაობის ადგილი | Laboratoire Matière et Systèmes Complexes და სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი |
ალმა-მატერი | პარიზის დიდროს უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ლუის ანსელის პრემია, CNRS silver medal[4] [2] და CNRS bronze medal[2] [3] |
კლერ ვილჰელმი ( ფრანგ. Claire Wilhelm ) — ფრანგი მეცნიერი ბიოფიზიკის, ბიომედიცინის და ნანოტექნოლოგიის დარგში. საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის წამყვანი მკვლევარი. აწარმოებს ინტერდისციპლინურ კვლევებს უჯრედული და ქსოვილების ბიოფიზიკის, ბიოინჟინერიისა და ნანომედიცინის სფეროში მაგნიტური ნანონაწილაკების გამოყენებით. სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის ბრინჯაოს და ვერცხლის მედლების მფლობელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002 წელს დაასრულა ასპირანტურა ბიოფიზიკასა და რბილი მატერიის ფიზიკაში ჟან-პიერ ბაკრის ხელმძღვანელობით პარიზში დიდროს უნივერსიტეტში. მისი სადისერტაციო კვლევა მოიცავდა უჯრედშიდა ზონდის, მაგნიტური ენდოსომის განვითარებას, რომელიც იყენებს ბუნებრივ მექანიზმებს მოლეკულებისა და ნანონაწილაკების უჯრედში გადასატანად. კლერ ვილჰელმმა დაასრულა პოსტდოქტორანტურა კიურის სახელობის ინსტიტუტში. შემდეგ გახდა სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის მატერიისა და კომპლექსური სისტემების ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი პარიზის დიდროს უნივერსიტეტში. როდესაც დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა, ვილჰელმმა გამოიყენა თავისი გამოცდილება უჯრედების მანიპულირებაში მაგნიტური ენდოსომების დახმარებით. 2013 წელს იგი გახდა სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS) მთავარი მკვლევარი. 2021 წლიდან არის NanoBioMag ჯგუფის ხელმძღვანელი მარია კიურის სახელობის ინსტიტუტის (კიურის ინსტიტუტი) ფიზიკური ქიმიის განყოფილებაში. [5]
2019 წელს მიიღო ევროპის კვლევის საბჭოს კონსოლიდატორის გრანტი NanoBioMade5 პროექტისთვის.კლერ ვილჰელმის კვლევის ძირითადი სფეროს წარმოადგენს ნანომედიცინა, კერძოდ მაგნიტური ნანონაწილაკების ქცევა ბიოლოგიურ გარემოში. 2014 წელს ERC consolidator პროექტებში ჩატარებულმა კვლევამ და 2021 წელს ERC proof of concept-ის დადასტურებამ მიიყვანა ცოცხალი უჯრედების მაგნიტური მანიპულირების მეთოდების შემუშავებამდე, ასევე მაგნიტური ხელოვნური ქსოვილების შექმნამდე. 2021 წელს კლერ ვილჰელმმა მიიღო ევროპის კვლევითი საბჭოს ახალი გრანტი კონცეფციის დასადასტურებლად პროექტისთვის: „თანამედროვე მაგნიტური სენსორი მაგნიტური ბიოსინთეზის სწრაფი გამოვლენისთვის კიბოს და ნეიროდეგენერაციულ მოდელებში“— გრანტი კვლევისთვის, რომელიც წარმოადგენდა კიბოს კომბინირებული მკურნალობის მეთოდს ერთსა და იმავე ნანონაწილაკზე რამდენიმე სტიმულატორის გამოყენებით, მაგნიტური ნანონაწილაკების გამოყენებას ფოტოთერმული ინსტრუმენტების სახით და უჯრედგარე ვეზიკულური ინჟინერიის შემუშავებას ნანონაწილაკებისა და წამლების საშუალებით. [6] უჯრედების მიგრაციის გასაკონტროლებლად კლერ ვილჰელმის ჯგუფმა შეიმუშავა მაგნიტური ზონდი. ზონდს შეუძლია შექმნას მაგნიტური ველის ადგილობრივი გრადიენტი, რომელიც საკმარისია უჯრედის მოძრაობის გადახრისთვის. ეს მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას ქსოვილების ინჟინერიაში ორგანიზმში დეფიციტური ქსოვილების აღსადგენად და ქირურგიული ჩარევის თავიდან ასაცილებლად. [5]
2011 წელს კლერ ვილჰელმი გახდა სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 2014 წელს მიიღო საფრანგეთის ფიზიკური საზოგადოების ლუი-ანსელის პრემია. [5]
2022 წელს მას მიენიჭა სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS3) ვერცხლის მედალი კვლევისთვის " ნანოტექნოლოგიების გამოყენება ბიოსამედიცინო დანიშნულებისთვის". [7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Identifiants et Référentiels — ABES, 2011.
- ↑ 2.0 2.1 2.2 https://www.cnrs.fr/fr/personne/claire-wilhelm-0
- ↑ 3.0 3.1 https://www.cnrs.fr/fr/personne/claire-wilhelm
- ↑ https://www.cnrs.fr/fr/personne/medailles-dargent-2022
- ↑ 5.0 5.1 5.2 Claire Wilhelm, lauréate du Prix Ancel 2014 de la SFP. Société française de physique. ციტირების თარიღი: 2023-11-21.
- ↑ Claire Wilhelm. Institut Curie. ციტირების თარიღი: 2023-11-21.
- ↑ Claire Wilhelm awarded the CNRS 2022 silver medal. Institut Curie. ციტირების თარიღი: 2023-11-21.