შინაარსზე გადასვლა

ნანომედიცინა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


ნანომედიცინა ნანოტექნოლოგიის სამედიცინო გამოყენებაა. მისი მთავარი იდეა ის არის, რომ შესაძლებელია კონსტრუირებული და დამზადებული იყოს უმცირესი ზომის ნანორობოტები და მათთან დაკავშირებული მექანიზმები, რომლებიც შეიძლება შეყვანილი იქნენ ადამიანის ორგანიზმში და მოახდინონ უჯრედების შეკეთებები მოლეკულურ დონეზე.

ამჟამად ნანომედიცინა დაყოფილია 100-ბით სხვადასხვა მიმართულებად და ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ მათგან რამდენიმე მთავარი:

  • დაზიანებული უჯრედებისადმი სამკურნალო საშუალებების მიზანმიმართული მიწოდება
  • ახალი ბაქტერიციდული და ანტიმიკრობული საშუალებები
  • ნანორობოტები, დაზიანებული უჯრედების შესაკეთებლად

ლაბორატორია ჩიპზე შემუშავებული მთელი რიგი კომპანიების მიერ, საშუალებას იძლევა ძალიან სწრაფად ურთულესი ანალიზების ჩატარებისა და შედეგების მიღებისა, რაც აუცილებელია პაციენტებისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში.

2006 წლის აპრილისთვის ჟურნალ Nature Materials-ის შეფასებით, შექმნილი იყო 130 წამალი და წამლის მიწოდების საშუალება ნანოტექნოლოგიის საფუძველზე (მაგ. ნანოვერცხლი, ნანოკოსმეტიკა - Nano Age, Nano Pure , Nano White და სხვ.). წამლების მიმართული მიწოდება დაავადებული უჯრედების მიმართ საშუალებას აძლევს მედიკამენტებს მხოლოდ დაავადებულ ორგანოებში მოხვდნენ და მოერიდონ ჯანმრთელებს, რომლებისთვისაც ზიანის მოტანა შეუძლიათ.

ახალ ბაქტერიციდულ საშუალებებს ქმნიან რიგი ნანონაწილაკების სასარგებლო თვისებების გამოყენებით. ასე, ვერცხლის ნანონაწილაკების გამოყენება შესაძლებელია წყლის და ჰაერის გაწმენდისათვის, ტანსაცმლის და სპეციალური საფარების დეზინფექციისათვის.

ნანორობოტების მაგალითია რესპიროციტები - ერითროციტების ხელოვნური ანალოგი. მათი ფუნქციონალური უნარი მრავალჯერ აჭარბებს ბუნებრივ ერითროციტებს და მათი საშუალებით ადამიანის სისხლის უნარი ჟანგბადის გადატანისა შეიძლება გაორმაგდეს და მათი გამოყენება მომავალში უნდა მოიცავდეს გადასხმით სისხლის შენაცვლებას, ანემიის მკურნალობას, პერინატალურ/ ნეონატალურ და ფილტვის დაზიანებებს.

მიკრობივორები - ხელოვნური მექანიკური თეთრი უჯრედები იქნება,რომელთა პირველადი ფუნქცია მიკრობული პათოგენების მწყობრიდან გამოყვანა იქნება.

ნანომედიცინა დიდი ინდუსტრიაა და ნანომედიცინის გაყიდვებმა 2004 წელს 6,8 მლრდ დოლარს მიაღწია, ხოლო ყოველწლიური ინვესტირება კვლევასა და განვითარებაში მინიმუმ 3,8 მილიარდი დოლარია.

ამჟამად მიმდინარეობს ფართო კვლევები, რომლებშიც აშშ ლიდერობს, სადაც შექმნილია უკვე 8 ნანომედიცინის განვითარების ცენტრი, სადაც საწყისი ფაზის (2005-2010) კვლევა მიმდინარეობდა, რათა შეგროვებულიყო დიდი რაოდენობით ინფორმაცია ნანომასშტაბის ბიოლოგიური სტრუქტურების ქიმიური და ფიზიკური თვისებების შესახებ.მომავალში მიღებული ცოდნა და შემუშავებული ნანომოწყობილობები გამოყენებული იქნება არა რომელიმე ერთი დაავადების ან გარკვეული სახის უჯრედების მიმართ, არამედ მთელი რიგი დაავადებებისა და სხვადასხვა ქსოვილებისადმი.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნანომედიცინა“-დან