ნანოტექნოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნანომასალების და სხვა გავრცელებული მასალების ზომის შედარება.

ნანოტექნოლოგია — ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებისა და ტექნიკის დისციპლინათშორისი სფერო, რომელიც საგნების ატომურ და მოლეკულურ დონეზე მანიპულირების მეთოდებსა და ხერხებს შეისწავლის. ზოგადად ნანოტექნოლოგია იკვლევს სტრუქტურებს, რომელთა ზომა 100 ნანომეტრს არ აღემატება და მოიცავს მასალებისა და მოწყობილობების შემუშავებას ამ ზომის ფარგლებში. ნანოტექნოლოგია უკიდურესად მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც არსებული მოწყობილობების ახლებურად აწყობის საშუალებებს, ისე სრულიად ახალი მასალების შექმნას ნანოსკალის დონეზე.[1]

ნანოტექნოლოგიას აქვს პოტენციალი შექმნას მრავალი ახალი მოწყობილობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება მედიცინაში, ელექტრონიკასა და ენერგეტიკაში. თუმცა ამასთან ნანოტექნოლოგია ბადებს კითხვებს მის შესაძლო უარყოფით გავლენაზე ეკოლოგიაზე ან/და გლობალურ ეკონომიკაზე. შესაბამისად, მიმდინარეობს დებატები იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ სფეროს სპეციალური რეგულირება.

ნანოტექნოლოგია — მეცნიერების ახალი მიმართულებაა, რომელიც განსაზღვრული რაოდენობის ატომების და მოლეკულების მანიპულაციით აწყობს და ქმნის სასურველი სტრუქტურის მასალებს და ხელსაწყოებს. მას შეუდძლია მიიღოს სასურველი ნანოობიექტები და ნანოსტრუქტურები ხელოვნური სინთეზით, რომელთა მსგავსები არ არსებობენ საერთოდ ბუნებაში, შექმნას ჯერ არნახული სიმძლავრის და სისწრაფის კომპიუტერები და საინფორმაციო საშუალებების სხვა ხელსაწყოები. უახლოეს ათწლეულში მისი სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების ტემპი მოახდენს ნანორევოლუციას და კოორდინალურად შეიცვლება ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფერო. ნანოტექნოლოგია, რომელსაც ხშირად უწოდებენ "მაღალ ტექნოლოგიებს", ემყარება სამეცნიერო და ექსპერიმენტულ საფუძვლებს. ის წარმოადგენს დისწიპლინათაშორისო მეცნიერებას და აერთიანებსa ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას, ელექტრონიკას, მედიცინას და სხვა დარგებს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ის აღიარებულია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ამირან ბიბილაშვილი - "თანამედროვე ნანოტექნოლოგიები". თბილისი 2014 წელი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემლობა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]