კინკაჟუ
კინკაჟუ | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფიტული | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Potos flavus (Schreber, 1774) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 41679 | |||||||||||||||
|
კინკაჟუ, პოტო (ლათ. Potos flavus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ენოტისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 41–57 სმ, კუდისა — 40–50 სმ, იწონის 1,5–2,7 კგ-ს. თავი მრგვალია, დინგი მოკლე, კუდი გრძელი და მჭიდე. ხშირი ხავერდოვანი ბეწვი სხეულის ზედა მხარეს რუხი-ყვითელი, ხოლო ქვედა მხარეს მოწითურო-ყვითელია. დინგი მუქი მურა ან მოშავოა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში (სამხრეთით მატუ-გროსუმდე). მოხერხებულად დაცოცავს ხეებზე, ეჭიდება კუდითა და თათებით. აქტიურია ღამით. იკვებება ნაყოფებით (მავნებელია, იზიდავს ხილის პლანტაციები, უმნიშვნელო ზიანს აყენებს), აგრეთვე მწერებით, მცირე მხეცებითა და ფრინველთა კვერცხებით. 1 (იშვიათად 2) ნაშიერს შობს გაზაფხულზე ან ზაფხულში. იჭერენ ახალგაზრდებს, ადვილად შინაურდება. მისი ტყავისგან ამზადებენ ჩანთებს, ქამრებს.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კინკაჟუ — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Кинкажу // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 12 — М., 1973.