შინაარსზე გადასვლა

კილიაკოლიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კილიაკოლიო
Quillacollo

ქალაქის ცენტრალური მოედანი
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
დეპარტამენტი კოჩაბამბა
პროვინცია კილიაკოლიო
კოორდინატები 17°24′00″ ს. გ. 66°17′00″ დ. გ. / 17.40000° ს. გ. 66.28333° დ. გ. / -17.40000; -66.28333
ფართობი 1650 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2 425
მოსახლეობა 74 980 კაცი (2001)
სასაათო სარტყელი UTC+4
კილიაკოლიო — ბოლივია
კილიაკოლიო

კილიაკოლიო (ესპ. Quillacollo) — ქალაქი ბოლივიაში, კოჩაბამბის დეპარტამენტში, კილიაკოლიოს პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ქალაქ კოჩაბამბიდან 13 კმ-ით დასავლეთით.

ქალაქის პანორამა

2001 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 74 980 ადამიანს შეადგენდა და იგი ბოლივიის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ქალაქია ელ-ალტოსა და ლა-პასის შემდეგ.

ყოველი წლის აგვისტოში, ქალაქში იმართება ფესტივალი, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს. სწორედ ტურიზმია მისი შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო.

თანამედროვე არქიტექტურის გვერდით, კილიაკოლიოში წარმოდგენილია პოსტ-კოლონიური არქიტექტურა.



რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]